რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რესტორანში ღვინის შეკვეთისას - 7 რჩევა

რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რესტორანში ღვინის შეკვეთისას - 7 რჩევა

რესტორანში ღვინის შეკვეთა ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ შეიძლება დაზუსტებით არ ვიცოდეთ, რომელ კონკრეტულ კერძთან რომელი ღვინო იქნება უმჯობესი. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ყველა რესტორანს არ ჰყავს ღვინის მრჩეველი სომელიე და ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება თავად გვიწევს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ თანამეინახეების წინაშეც. მითუმეტეს, თუკი თანამეინახე საპირისპირო სქესს წარმოადგენს და არ გვსურს ღვინოსთან დაკავშირებული ჩვენი ინფორმაციის სიმწირე გამოჩნდეს.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც აუცილებლად გამოგადგებათ რესტორანში ღვინის შერჩევისას.

1. წელიწადის ნებისმიერ დროს პირველ კერძად, როგორც წესი, ბოსტნეულის სალათები შემოდის. სასურველია ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის სალათებს ძალიან კარგად ეხამება „წინანდალი“ და იმერული კრახუნა.

2. თუკი მოხარშული, ანდა ბოსტნეულთან შეზავებული თევზის კერძი გაქვთ შეკვეთილი, ცოლიკოურის, ან გორული მწვანეს შეხამებას გირჩევთ. შემწვარ თევზთან კი ოცხანური საფერე გესიამოვნებათ.

​ განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს