ეს კაცი 25 წელი ცხოვრობდა ქუჩაში... მას შემდეგ რაც სალონის მეპატრონე გაიცნო, უსახლკაროს ცნობა შეუძლებელია - ნახეთ ფოტოები

ეს კაცი 25 წელი ცხოვრობდა ქუჩაში... მას შემდეგ რაც სალონის მეპატრონე გაიცნო, უსახლკაროს ცნობა შეუძლებელია - ნახეთ ფოტოები

55 წლის ხოსე ანტონია ელექტრიკოსი იყო, სანამ დეპრესია დაეწყებოდა. მან ცხოვრების გზა დაკარგა და 25 წლის მანძილზე ქუჩაში ცხოვრობდა. ერთ დღესაც ჭაღარა უსახლკარო კაცი სალონის მეპატრონე სალვა გარსიამ გაიცნო, ის სალონში წაიყვანა და ისეთი საჩუქარი გაუკეთა, რამაც ხოსე ცრემლებამდე მიიყვანა...

ხოსე დაბანეს, თმა შეჭრეს, შეღებეს... როდესაც დალაქმა საქმე დაასრულა, ხოსეს ცრემლები წასკდა. კაცი ვერ იჯერებდა, რომ თავის თავს უყურებდა. სალონში მას ახალგაზრდული ვარცხნილობა გაუკეთეს და ჰიფსტერული სამოსი მისცეს. ხალხი, რომელიც წლობით ხედავდა მას, როგორც უსახლკაროს, გაოგნებული იყო ტრანსფორმაციით. გოგონებმა ხოსეს კომპლიმენტებიც უთხრეს. ხოსემ მალე ფინანსური მხარდაჭერაც მიიღო ანონიმური წყაროსგან. "ამ შემთხვევამ მხოლოდ ჩემი გარეგნობა კი არა, მთლიანად ცხოვრება შეცვალა. ახლა ნორმალურ სამუშაოს ვეძებ და ყველაფერი მოწესრიგდება", - ამბობს ხოსე.

მომზადებულია 9gag.com-ს მიხედვით

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ