20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნაყოფიერი დღე გელით. ეფექტურად შეძლებთ თქვენი იდეების კოლეგებისთვის ახსნას. ეცადეთ, გაითვალისწინოთ მათი რჩევები. მომინება და ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

კურო

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ნუ მოგერიდებათ, გაუზიარეთ მათ თქვენი პრობელემები. ოჯახის წევრების დახმარება თქვენთვის სასარგებლო იქნება.

ტყუპი

დროა, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა და სასიამოვნოდ გააოცოთ გარშემო მყოფები. თუმცა, ისე ნუ იტრაბახებთ, რომ მეგობრები დაკარგოთ. საყვარელ ადამიანს იდეების განხორციელებაში დაეხმარეთ.

კირჩხიბი

დილა ხელშეკრულებების გაფორმებას, საქმიან შეხვედრას დაუთმეთ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, დოკუმენტების წაკითხვა და პარტნიორებთან დეტალების გარკვევა. საღამოს მაღაზიებში შეიარეთ.

ლომი

გარშემო მყოფებისგან აღიარება და დაფასება გელით. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ნათესავები ვახშამზე შეკრიბეთ.

ქალწული

წარმატებული დღე გელით. მთავარია, არ დარჩეთ ჩრდილში და თამამად გამოხატოთ თვენი აზრები. საღამოს რომანტიკა და ოჯახური მყუდროება მოგინდებათ.

სასწორი

თქვენი შრომისუნარიანობით კოლეგებსაც მოხიბლავთ და უფროსსაც. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, მაგრამ აასრულეთ წარსულის დანაპირები. საღამოს ფლირტი და მხიარულება გელით.

მორიელი

მართალია, სასურველის მიღწევას გარშემო მყოფების დახმარების გარეშეც ახერხებთ, მაგრამ დღეს ახლობლების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. საღამოს ვარსკვლავები სიურპრიზს გიმზადებენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს