ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
შრიფტი
11:44 / 20-03-2017
მამაკაცებო, ლამაზი ქალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?!
ვალენსიის უნივერსიტეტის ახალი კვლევა იუწყება, რომ ლამაზ ქალთან გატარებული 5 წუთიც კი, მამაკაცის ორგანიზმში სტრესის ჰორმონს ზრდის. ეფექტი იზრდება იმ მამაკაცებისთვის, ვინც თვლის, რომ "ქალი მათზე გაცილებით უკეთესია". ორგანიზმში ამ დროს წარმოიშობა ე.წ სტრესის ჰორმონი კორისტოლი, რომლის გამოყოფა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს და გულის დაავადებებთანაა დაკავშირებული.

მკვლევარებმა ტესტირება ჩაატარეს 84 სტუდენტ მამაკაცზე, რომელთაც სთხოვეს ოთახში სუდოკუს ამოხსნა. ამავე ოთახში თითო გამოსაცდელ პირთან ერთად ორი უცნობი ადამიანი - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. როდესაც უცნობი ქალი გადიოდა ოთახიდან და
ორი მამაკაცი რჩებოდა, მოხალისეს სტრესი არ უმძაფრდებოდა, თუმცა როდესაც მამაკაცი მოხალისე ქალთან მარტო რჩებოდა ოთახში, მის ორგანიზმში კორისტოლის დონე იწევდა.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცების უმეტესობა ლამაზი ქალის გარემოცვაში ფიქრობს მასთან სიახლოვის შესაძლებლობაზე. ზოგიერთი ცდილობს თავი აარიდოს მიმზიდველ ქალს, რადგან თვლის, რომ მისი შესაფერისი არაა, რასაც მოსდევს სტრესის ჰორმონის გამოყოფა. ქრონიკულად კორისტოლის გამოყოფა გულის დაავადებას, დიაბეტს, მაღალ წნევას და იმპოტენციას იწვევს.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით
19:52 / 20-03-2017
goga
0
და ქალს რომ კაცი მოსწონს და იცის რომ ვერ შესწვდება მაშინ რა ხდება?
14:33 / 20-03-2017
მსქროლავი ტროლი
0
ერთობ შემაშფოთებელი სტატისტიკაა - თუ არ შეწუხდებით, იქნებ, მოგვაწოდოთ მონაცემები - ემაგ სტრესის გასანეიტრალებლად რამდენი მახინჯი ქალის გარემოგვაში ყოფნა დასჭირდება ლამაზ ქალთან გატარებულ საღამოს?!...
მსგავსი სიახლეები
მეცნიერები სპერმის რაოდენობის შემცირებაში დამნაშავედ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ
რა დამოკიდებულება აქვთ თბილისის მაცხოვრებლებს არანორმატიული ქმედებების ჩადენის მიმართ
ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში
ცხედარი რამდენიმე სოფლის მოშორებით იპოვეს
ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლის 25-დან 4 ნიმუშში გამოვლინდა
"მო­ძა­ლა­დე მა­მა­კაც­მა ად­ვო­კა­ტად ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი აიყ­ვა­ნა, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, დამ­ნა­შა­ვე რომ არ დას­ჯი­ლი­ყო"
"ჩემს გვერდით არის ერთადერთი და უკანასკნელი მამაკაცი"
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:41 / 27-07-2017  Image პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:44 / 27-07-2017  Image მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა
მაკოლეი კალკინი დიდი ხანია კინოკრიტიკოსების და რეჟისორების რადარებიდან გაქრა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
20:26 / 27-07-2017  Image "მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე
"არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49