მამაკაცებო, ლამაზი ქალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?!

მამაკაცებო, ლამაზი ქალი თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა?!

ვალენსიის უნივერსიტეტის ახალი კვლევა იუწყება, რომ ლამაზ ქალთან გატარებული 5 წუთიც კი, მამაკაცის ორგანიზმში სტრესის ჰორმონს ზრდის. ეფექტი იზრდება იმ მამაკაცებისთვის, ვინც თვლის, რომ "ქალი მათზე გაცილებით უკეთესია". ორგანიზმში ამ დროს წარმოიშობა ე.წ სტრესის ჰორმონი კორისტოლი, რომლის გამოყოფა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს და გულის დაავადებებთანაა დაკავშირებული.

მკვლევარებმა ტესტირება ჩაატარეს 84 სტუდენტ მამაკაცზე, რომელთაც სთხოვეს ოთახში სუდოკუს ამოხსნა. ამავე ოთახში თითო გამოსაცდელ პირთან ერთად ორი უცნობი ადამიანი - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. როდესაც უცნობი ქალი გადიოდა ოთახიდან და ორი მამაკაცი რჩებოდა, მოხალისეს სტრესი არ უმძაფრდებოდა, თუმცა როდესაც მამაკაცი მოხალისე ქალთან მარტო რჩებოდა ოთახში, მის ორგანიზმში კორისტოლის დონე იწევდა.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცების უმეტესობა ლამაზი ქალის გარემოცვაში ფიქრობს მასთან სიახლოვის შესაძლებლობაზე. ზოგიერთი ცდილობს თავი აარიდოს მიმზიდველ ქალს, რადგან თვლის, რომ მისი შესაფერისი არაა, რასაც მოსდევს სტრესის ჰორმონის გამოყოფა. ქრონიკულად კორისტოლის გამოყოფა გულის დაავადებას, დიაბეტს, მაღალ წნევას და იმპოტენციას იწვევს.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს