10 ქვეყანა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საუკეთესოა

10 ქვეყანა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება საუკეთესოა

შვედეთი მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანაა, სადაც მცხოვრები ქალები თავს ყველაზე უკეთ გრძნობენ.

U.S. News & World Report-ის კვლევის თანახმად, ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები რამდენიმე კომპონენტით შეფასდა - ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, თანასწორი შემოსავალი, უსაფრთხოება და განვითარება.

გამოკითხვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა 9 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

შვედეთი

რეიტინგში პირველ ადგილს შვედეთი იკავებს, რომელიც გენდერული თანასწორობის კუთხით ქალებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია. შვედეთში უნივერსიტეტის ხარისხის დაახლოებით ორი-მესამედი სწორედ ქალებს ენიჭებათ. შვედეთის „დისკრიმინაციული აქტი“ ყველა დამსაქმებელს გენდერული თანასწორობის დაცვას ავადებულებს. ბავშვის დაბადებისას კი თითოეულ მშობელს უფლება აქვს სამთვიანი დეკრეტული შვებულება აიღოს.

დანია

ევროკავშირის ქვეყნებს შორის დანიას ყველაზე მოქნილი დეკრეტული შვებულება აქვს და რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

ნორვეგია

საუკეთესო ქვეყნებს შორის მესამე ადგილი ერგო ნორვეგიას, სადაც ქალებს შეუძლიათ დეკრეტული შვებულება სრული ანაზღაურებით 35 კვირა, ხოლო 45 კვირა 80 პროცენტის ანაზღაურებით გამოიყენონ.

ნიდერლანდები

ეს ქვეყანა ახალგაზრდა დედებისთვის ფარავს ყველა სამშობიარო ხარჯებს.

კანადა

კანადის ხელისუფლება აქტიურად იცავს ქალთა უფლებებს.

ფინეთი

ფინეთი პირველი ქვეყანაა, სადაც ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემისა და მონაწილეობის უფლება მიიღეს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს