ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურება გამოვლინდება ბავშვის ქცევაზე დაკვირვებით - როგორ გამოხატავს სხვადასხვა ემოციას ბავშვი, როგორია მეგობრებთან ურთიერთობაში, მალე სწყინდება თუ არა სათამაშო, და მრავალი სხვა. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მკაფიოდ გამოვლინდება მისი ინდივიდუალური თავისებურებები.
ადვილად აგზნებადი ბავშვი (ქოლერიკი)
თავდაჯერებული, ფეთქებადი, მიზანდასახული, ხშირად გაუწონასწორებელი, ემოციური, წამიერად იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ მისი იდეები ხშირად საინტერესოა. ქოლერიკი ძალიან მოძრავია, ადვილად ეცვლება ხასიათი. ძნელია გამოიცნო, თუ როგორ მოიქცევა ის უცხო გარემოში - რეაქცია
შეიძლება იყოს სხვადასხვა. ბავშვი ქოლერიკი ხშირად მოჩხუბარი და მოუსვენარია, უშიშარი და თავდაჯერებულია. შეიძლება გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალოს. უყვარს რისკი და თავგადასავლები. ადვილად გადადის მხიარულებიდან მოწყენილობაში. მშვიდად იძინებს, ბევრს მოძრაობს საწოლში, ადვილად ეღვიძება. ხმამაღლა საუბრობს, ხმაურიანია, ადვილად შედის კონტაქტში ბავშვებთან და იმის გამო, რომ თავის სურვილებს ვერ ისრულებს, კონფლიქტის ინიციატორი ხდება. იმდენად, რამდენადაც ასეთი ბავშვები უფრო ხშირად აგზნებულები არიან, ვიდრე თავშეკავებულები, რეკომენდაცია ასეთი იქნება:
ყველა გამაღიზიანებელი ფაქტორი მოაშორეთ (ხმამაღალი მუსიკა, ხმამაღალი ლაპარაკი, ხმაურიან ბავშვებთან თამაში, დიდი თავშეყრის ადგილები); დაიცვით დადგენილი რეჟიმი; გააძლიერეთ თავშეკავების პროცესი მშვიდი თამაშით - იმისთვის, რომ ენერგიებმა და ნერვებმა არ უმტყუნოს და ხანდახან მაინც იყოს მშვიდად. მეტისმეტი აგზნებადობა არავის რგებს... განაგრძეთ კითხვა