არ იყიდოთ ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი - განსაკუთრებით, ბავშვის ოთახისთვის

არ იყიდოთ ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი - განსაკუთრებით, ბავშვის ოთახისთვის

გემოვნებით და კარგი ხარისხის მიხედვით შერჩეულ ავეჯს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ინტერიერში. თუმცა არაპროფესიონალის თვალით ხარისხიანი და უხარისხო მასალის გარჩევა საკმაოდ რთულია, ამიტომ "შინის" მკითხველს ავეჯის გამოცდილი ხელოსანი გიორგი (კუკური) ლომიძე სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

- როგორ და რა მასალით უნდა იყოს დამზადებული სკამი, რომ გამძლეც იყოს და მოდურიც?

- თუ გვინდა, სკამი იყოს გამძლე და ხარისხიანი, უნდა გაკეთდეს მასიური ხისგან. ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა არის წიფელი. სკამი არის მრავალნაირი. ზოგი არის რბილ ავეჯთან დაკავშირებული, ანუ დასაჯდომი და საზურგე აქვს რბილი. ამ დროს ვსვამთ ზამბარებს, ან უკეთებენ ელვაშესაკრავებს, რომელიც ზამბარების როლს ასრულებს. შემდეგ მიდის ბამბა, ჯვალო, იგივე ბიაზი, უფენენ ღრუბელს, ბოლოს ზევიდან გადაეკვრება სასურველი ქსოვილი.

როცა სკამი არის მასიური ხისგან, მაგალითად კაკლის, თელის, ნეკერჩხლის მასალისგან დამზადებული, ათეულობით წლებს უძლებს. შესაძლოა სკამი გააკეთო ლამინატით, MDF-ით, ეს ბევრად იაფი ჯდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად მალე ფუჭდება. როცა ჩემთან მოდის დამკვეთი, ვურჩევ ცოტა მეტი გადაიხადოს და მასიური ხისგან გააკეთოს სკამი. ასევე მნიშვნელოვანია, როგორი მოპირკეთება ექნება მას, როგორი ლაქით იღებება. უამრავი ლაქ-საღებავია შემოსული ბაზარზე, უნდა შევარჩიოთ ისეთი ლაქი, რომელიც უძლებს ტემპერატურას და პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

როცა ოჯახში ბავშვები ჰყავთ, ყოველთვის ვურჩევ, რომ ლამინატის მასალისგან დამზადებული ავეჯი არ გააჩერონ სახლში, რადგან ის გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც სასურველი არ არის ბავშვებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის. მასიური ხე არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. მასიური ხეც დამუშავებული უნდა იყოს წყალზე დამზადებული ლაქ-საღებავებით. მთავარია ასევე ოჯახში შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა, 18-20 გრადუსი სითბო ნორმალური ტემპერატურაა, ამ შემთხვევაში ავეჯი დიდხანს ძლებს. ზოგიერთ ოჯახში აქვთ ისეთი გამათბობლები, რომ სახლში არის გაუსაძლისი სიცხე და, რა თქმა უნდა, ეს ავეჯზეც მოქმედებს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს