სექსი ანტიკურ სამყაროში - არ იკრძალებოდა პროსტიტუცია და სქესობრივი ცხოვრება გათხოვებამდე

სექსი ანტიკურ სამყაროში - არ იკრძალებოდა პროსტიტუცია და სქესობრივი ცხოვრება გათხოვებამდე

ანტიკური ქვეყნების მკვიდრნი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამდნენ, და არა მხოლოდ დედამიწის ფორმას... უძველეს დროში ადამიანები სხვანაირად უყურებდნენ საკუთარ თავს, სიცოცხლეს, სიკვდილს. მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ღმერთებს. სხვაგვარი დამოკიდებულება იყო სექსის მიმართაც.

ძველ ეგვიპტეში სექსი ჰქონდა ყველას - უკვდავ ღმერთებს და მოკვდავ ადამიანებს. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სქესობრივი ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდებოდა. გარდაცვლილ მამაკაცებს სარკოფაგებსა და საფლავებში თიხისგან დამზადებულ ფალოსებს ატანდნენ. ეს ტრადიცია ღმერთებზე თქმულებას უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მოკლული ღმერთის, ოსირისის (ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, მიცვალებულთა მფარველი და მსაჯული) მეუღლემ - ისიდამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ქმრის დანაწევრებული სხეულის ყველა ნაწილი იპოვა, ასოს გარდა. ისიდამ ის თიხისგან გამოძერწა და გარდაცვლილ მეუღლეს სიცოცხლე ასოდან შთაბერა. არსებობს მოსაზრება, რომ ორალური სექსის კულტურა სწორედ აქედან მოდის.

სექსუალური კავშირები ნათესავებს შორისაც არ იკრძალებოდა. ფარაონების დინასტიებში მამებისა და მათი ქალიშვილების, და-ძმების, ბიძაშვილების ქორწინებები სავსებით მიღებული იყო. ფარაონთა დინასტიებში ამ გზით სისხლის სისუფთავის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

მესოპოტამიის ძველმა მკვიდრებმა საკუთარ უმთავრეს გამოგონებას - დამწერლობას სათანადო გამოყენება მალევე მოუძებნეს. ქაღალდზე გაწერილი კანონები და კოდექსები სქესობრივ ურთიერთობასაც მოიცავდა. ნოყიერ შუამდინარეთში დაქორწინებული ქალი ქმრის საკუთრება ხდებოდა. ამიტომაც ღალატი სხვისი პირადი ქონების ხელყოფად აღიქმებოდა. გათხოვებამდე ქალს სქესობრივ ცხოვრებას არავინ უკრძალავდა. არ იკრძალებოდა პროსტიტუციაც.

სპარსული მმართველობის პერიოდში (დაწყებული ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან), უცხო კულტურის გავლენამ სექსის მიმართ ადგილობრივთა დამოკიდებულება შეცვალა. სექსი მხოლოდ სიამოვნების მისაღებად აღარ დაიშვებოდა.

ფინიკიელთა სექსუალური ცხოვრების ადათ-წესებზე მწირი ინფორმაცია არსებობს. ჩვენამდე მოღწეული ცნობები უმეტესწილად ამ ქვეყანაში გავრცელებულ პროსტიტუციის ფორმებს - ტაძრულ და სტუმართმასპინძლურს - უკავშირდება. ფინიკიაში მიღებული "სტუმართმასპინძლური პროსტიტუციის" წესის თანახმად, ოჯახის უფროსი ვალდებული იყო უცხო სტუმრისთვის საკუთარი გაუთხოვარი ქალიშვილი "დროებით ხმარებაში" გადაეცა. რელიგიური პროსტიტუცია ფინიკიელთა სიყვარულის ქალღმერთ - ასტარტას უკავშირდება.

ძველი ბერძნები კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ფარგლებში აქცევდნენ ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა, მათ შორის სქესობრივ ცხოვრებასაც. თუმცა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წესები განსხვავდებოდა. მაგალითად, ათენში ღალატის შემთხვევაში, ქმარს ჰქონდა უფლება ცოლი სიკვდილით დაესაჯა. პროვინციებში კანონები უფრო ლოიალური იყო. ოჯახის ყოლის აუცილებლობასთან ერთად, ცოლქმული ერთგულების დაცვას არავინ ითხოვდა.

პროსტიტუცია ძველ საბერძნეთში რამდენიმე საფეხურად იყოფოდა. ყველაზე დაბლა - პორნაიები - ქალი მონები იყვნენ. შემდეგ მოდიოდნენ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც პროსტიტუციით საკუთარი სურვილისამებრ კავდებოდნენ. ყველაზე მაღლა ჰეტერები იყვნენ - იაპონური გეიშების ძველ ბერძნული ანალოგი. ისინი მამაკაცებს საუბრებით, ცეკვითა და სიმღერებით ართობდნენ. "სტანდარტული მომსახურების პაკეტში" სექსი არ შედიოდა. მამაკაცთან ჰეტერები მხოლოდ საკუთარი სურვილით წვებოდნენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"მოჩვენებების სოფელი“ უდაბნოში, სადაც სახლებს კარი და ფანჯრები არ აქვთ - რატომ გაიქცნენ ადამიანები ალ მადამიდან

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა