ნამდვილი ქართული ქაბაბის საუკეთესო რეცეპტი და ღვინოსთან შეხამება

ნამდვილი ქართული ქაბაბის საუკეთესო რეცეპტი და ღვინოსთან შეხამება

ქართული ქაბაბი მზადდება არა ცხვრის ხორცით, როგორც სხვა კავკასიურ ქვეყნებშია მიღებული, არამედ საქონლის ან საქონლისა და ღორის ხორცის კომბინაციით. ცხადია, ქართულ ქაბაბს ღვინოც ქართული უხდება.

ინგრედიენტები:

საქონლის და ღორის რბილი ხორცი 1.5 კგ

ხახვი 1-2 თავი

ნივრის კბილი 2-3

ძირას თესლი 1 ჩ.კ

ქინძის მარცვლები 1/2 ჩ.კ

კოწახური. მშრალი 1 მუჭა

მარილი და პილპილი

მომზადების წესი:

ხორცი ცოტა ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ, თორემ ქაბაბი მშრალი გამოვა. თუ საქონლის ხორცი უცხიმოა, ღორის ცხიმიანი ნაჭრებიც დავამატოთ. ხორცი დავკეპოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ყველაზე მსხვილი ბადით. მთავარია, ფაფასავით ფარში არ გამოვიდეს. შევურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი და ნიორი.

განაგრძეთ კითხვა

ქართველები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში სიცოცხლე "სიკვდილის ბანაკში" დაასრულეს - დაკარგული წინაპრების კვალდაკვალ

"ეს მსგავსებები ჩემთვისაც სასაცილოა..." - რა კომენტარს აკეთებს ვარლამ გოლეთიანი "ფეისბუქში" გავრცელებულ GOT-ის სახალისო ფოტოკოლაჟებზე

"რიონის ხეობის თამაშები...ახლა მთავარია, დრაკონმა არ გადაიფრინოს" - სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველებს GOT-ის გმირებს ამსგავსებენ (ნახეთ ფოტოები)