რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ?

რა აკლია თქვენს ორგანიზმს თუ შოკოლადის ან ყველის მოთხოვნილება გაქვთ?

როდესაც რაიმე საკვების განსაკუთრებული მოთხოვნილება ჩნდება, ასეთ დროს ორგანიზმი ცდილობს, რაღაც მიგანიშნოთ. წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მონატრება ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებათა ნაკლებობას ნიშნავს:

თუ შოკოლადის მოთხოვნილება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმს მინერალები აკლია.

თუ ყინულის წუწვნა გინდებათ, ეს შეიძლება ანემიის ნიშანი იყოს და თქვენ სხეულს რკინა აკლდეს. თუ ყინულის მოთხოვნილებასთან ერთად მოთენთილობასაც გრძნობთ, აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს.

როდესაც ტკბილი სასუსნავების გაუთავებელი მოთხოვნილება გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ მინერალ ქრომის ნაკლებობას განიცდით.

თუ ხორცეული გინდებათ, ორგანიზმს მეტი რკინა ესაჭიროება, ან შესაძლოა, ნაკლები ოდენობის თუთიას აწვდით მას.

ყველის მოთხოვნილება ნიშნავს, რომ კალციუმის ნაკლებობას განიცდით.

თუ ნახშირწყლებს ეტანებით, შესაძლოა, ეს იმის ნიშანი იყოს, რომ ამინომჟავა ტრიპტოფანი გაქვთ ორგანიზმში დაბალი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს