თეთრ სახლთან საეჭვო ჩანთით მამაკაცი დააკავეს

თეთრ სახლთან საეჭვო ჩანთით მამაკაცი დააკავეს

თეთრ სახლთან მამაკაცი დააკავეს, რომელსაც საეჭვო ჩანთა აღმოაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახური სოციალური ქსელის, "თვითერის" საშუალებით ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ეჭვმიტანილი უცნაურ კომენტარებსაც აკეთებდა. პოლიციამ თეთრი სახლის ჩრდილოეთით მდებარე შესასვლელი გადაკეტა და ხალხის ევაკუაცია განახორციელა. ჩამორთმეულ ჩანთას ექსპერტ კრიმინალისტები სწავლობენ.

შემთხვევის დროს თეთრ სახლში პრეზიდენტი ტრამპი იმყოფებოდა. თუმცა, მას საფრთხე არ დამუქრებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს