სად დავისვენოთ? - დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის გზამკვლევი

სად დავისვენოთ? - დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის გზამკვლევი

რასთან ასოცირდება ჩვენთვის გაზაფხული?

გამოღვიძებასთან, სიახლეებისა და თავგადასავლების ძიების სურვილთან. მძიმე და დატვირთული ზამთრის შემდეგ, დასვენებისკენ სწრაფვასთან, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო და წარუშლელი შთაბეჭდილების დაგროვების სურვილთან.... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველა ჩვენგანს სავარაუდოდ, ერთი და იგივე სიტყვა მოგვივა თავში - მოგზაურობა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ, ერთი შეხედვით, დადებითი შინაარსით დატვირთულ სიტყვასაც ახლავს გარკვეული დისკომფორტის გრძნობა. როგორც კი აღფრთოვანების პირველი წამები გაივლის და ჩვენს ბიუჯეტზე ფიქრს ვიწყებთ, ორუცნობიანი ამოცანის წინაშე ვდგებით.

ჩემი მიზანია, საწინააღმდეგოში დაგარწმუნოთ.

გთავაზობთ ქალაქებს, სადაც მომავალ თვეში დასვენებას დიდი დანახარჯების გარეშე შეძლებთ. აპრილის თვეში ქუთაისის აეროპორტიდან დაგეგმილია ფრენები ისეთ ქალაქებში, როგორიც ლარნაკა, ბერლინი, სალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, ვილნიუსი, კატოვიცე და ვარშავაა.

ლარნაკა

თუ გსურთ დროს გაუსწროთ და მზის მცხუნვარება და ზღვის ნოტიო ჰაერი ახლავე შეიგრძნოთ, კვიპროსის ეს სანაპირო ქალაქი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ კვიპროსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი, ქვეყანაში სიდიდით მესამეა და თანაც ისეთი ღირსენაშნაობების სამშობლოა, როგორიც წმინდა ლაზარეს ეკლესია და ჰალა სულთან ტეკეს მეჩეთია.

ქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკაში გამგზავრება 1 აპრილს 47,99 ლარი დაგიჯდებათ. თუმცა, აპრილის თვეში ამ ქალაქში ყველაზე იაფად 8 აპრილს გაემგზავრებით - 41,99ლარი, და 22 აპრილს გამოემგზავრებით 47,99 ლარი. ქალაქში ჩასვლისას სანაპიროსთან ახლოს დაბინავებას თუ მოისურვებთ და დღეში 85 ლარსაც გადაიხდით, თქვენ და თქვენი თანამგზავრი უფასო პარკინგით სარგებლობასაც შეძლებთ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს