პროდუქტები, რომლებიც არავინ არ უნდა ჭამოს - ეს ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს!

პროდუქტები, რომლებიც არავინ არ უნდა ჭამოს - ეს ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს!

თუ გსურთ კარგი ჯანმრთელობა და მოხდენილი გარეგნობა შეინარჩუნოთ, ამ პროდუქტებზე უარი უნდა თქვათ.

ბანანის ჩიფსები

ბანანის სასიკეთო თვისებები ფართოდაა ცნობილი, მაგრამ ბანანის ჩიფსები, კარტოფილის ჩიფსების მსგავსად, დიდი რაოდენობის ცხიმში იწვება, შეწვის შემდეგ კი, უფრო ხრაშუნა რომ იყოს, შაქრის სიროფში ავლებენ. ასე რომ, მისი მავნე გავლენა ჩიზბურგერსა და შოკოლადის ფუნთუშას შორის მერყეობს.

უცხიმო პროდუქტები

უცხიმო პროდუქტების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. არადა, უცხიმო იოგურტი და ყველი არც ისე დიეტურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ის არის, რომ პროდუქტიდან ტექნოლოგიური თუ ქიმიური გზით ცხიმის მოშორების შემდეგ მწარმოებლები მათ გემოს გამაძლიერებლებითა და სხვა დანამატებით ამდიდრებენ. გარდა ამისა ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად მათში ასევე უმატებენ ტრანსცხიმებს, ხელოვნურად სტაბილიზებულ ცხიმებს, რომლებიც პირიქით, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებენ.

მიუსლი

მათი პრობლემა დიდი რაოდენობით შაქარსა და ზეთში მდგომარეობს. 100 გრამი პროდუქტი 400 კალორიას შეიცავს. თუ საუზმე მიუსლის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ - ერთმანეთში აურიეთ საყვარელი თხილეული, მარცვლოვნები და ჩირები... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს