ქართული სუფრა, თამადა და სადღეგრძელოს ფენომენი...

ქართული სუფრა, თამადა და სადღეგრძელოს ფენომენი...

ალბათ ყველა ქართველი ვამაყობთ იმით, რომ ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობასა და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო.

იმერელი თავისთვის მოიკლებს, რომ სტუმარს ასიამოვნოს, მაგრამ რაც უნდა კარგად მიიღოს სტუმარი, ბოლოს მაინც მოუბოდიშებს: მაპატიე, ბატონო, თქვენს შესაფერისად თუ ვერ დაგხვდითო. საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძები გააჩნია. კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, რაჭის, სვანეთის, ხევსურეთისა და სხვა კუთხეების კერძები მართლია, გემოვნებითა და მომზადების ტექნოლოგიით განსხვავდებიან, მაგრამ თავიანთი სტილით ერთიან ეროვნულ ქართულს წარმოადგენენ.

გაგრძელება+ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება

Forbes-მა პოსტ-კოვიდური სამყაროს "ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავებს" შორის საქართველო დაასახელა