30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პოზიტიურად და მიზანმიმართულად ხართ მომართული. ახალი იდეების განხორციელების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. საღამოს საკუთარი თავი გაინებივრეთ, ახალი სამოსი შეიძინეთ.

კურო

მშვიდი და მომთმენი უნდა იყოთ; მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. საღამოს მეგობრებს შეხვდით, იმხიარულეთ. ან რომანტიკული პაემნისთვის მოემზადეთ.

ტყუპი

შეხვედრების დღეა, როგორც საქმიანის, ისე მეგობრულ-ნათესაურის. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის პატარა წევრებს. მხიარულება გვიანობამდე გასტანს.

კირჩხიბი

მოწყენის და დარდის მიზეზი არ გაქვთ. ყველა სფეროში წარმატება გელით. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი საქმის დასაწყებად. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ.

ლომი

წარმატებული დღე გელით, არაფერი შეგიშლით ხელს იდეების განხორციელებაში, ახალი საქმეების დაწყებაში. საყვარელ ადამიანთან რა გაქვთ გასაყოფი? სიყვარულით აავსეთ იგი.

ქალწული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა, თუმცა, რჩევა მაინც ჰკითხეთ უფროსს, გამოცდილ კოლეგებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მას თქვენი მზრუნველობა და თქვენთან გულახდილი საუბარი სჭირდება.

სასწორი

დღევანდელი დღე მშვიდ, წყნარ გარემოში გაატარეთ. უსიამოვნებები კოლეგების, ახლობლების დახმარებით მოაგვარეთ. საღამოს პაემანზე წასვლა არ გადადოთ.

მორიელი ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს