როგორ დავიკლოთ წონაში ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

როგორ დავიკლოთ წონაში ჩვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე

გაზაფხული მოდის და ე.წ. "გახდის სეზონზე" რომ წონის კორექციის პრობლემა ძალზე ბევრი ადამიანისთვისაა აქტუალური ეს არახალი ამბავია. თუმცა, ადამიანების დიდ ნაწილს, ძალიან უჭირს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, რისი მიზეზიც ძალზე ხშირად ჩვენი ხასიათის თავისებურებებიც გახლავთ ცხოვრების არაჯანსაღ წესთან ერთად. ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის არსებობს კონკრეტული მოტივაცია საიმისოდ როგორ დაიკლოს მარტივად და უმტკივნეულოდ წონაში...

ვერძის მოტივაციას წონის კლებისას სიყვარული წარმოადგენს. საკმარისია ამ ცეცხლოვანმა და ენთუზიასტმა ადამიანმა ინტერესის ახალი ობიექტი გაიჩინოს, რომ უმალ იწყებს მისთვის საკუთარი უნიკალურობის დამტკიცებას, რაც ხშირად გამოიხატება საკუთარი გარეგნობის "გამოძერწვაში".

კუროს მოტივაცია წონის კლებისას არც მეტი არც ნაკლები - "გემრიელი დიეტაა". კუროებს ასტროლოგები ურჩევენ შეადგინონ ახალი კვების რაციონი, რომელიც დიეტური, მაგრამ გემრიელად მომზადებული კერძებით იქნება გაჯერებული. შიმშილით კურო წონაში ვერასოდეს დაიკლებს.

ტყუპისთვის წონის კლების მოტივაცია შესაძლოა ინფორმაცია გახდეს. მან აუცილებლად უნდა მოიძიოს სხვადასხვა ტიპის ლიტერატურა ჯანსაღი კვების საკითხებზე. თუკი ტყუპს საინტერესო ინფორმაცია ექნება წასაკითხი, აუცილებლად შეეცდება ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც გამოიყენოს.

კირჩხიბს ასტროლოგები ურჩევენ, საიმისოდ რომ წონაში დაიკლოს, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს თავის შეცოდება. ძალიან ბევრი კირჩხიბის შემთხვევაში ზედმეტი წონა სტრესს და საკუთარი თავის გამუდმებულ დადანაშაულებას უკავშირდება. ურიგო არ იქნებოდა მისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტიც, რომელიც კირჩხიბს საკუთარი თავის რწმენის ამაღლებაში დაეხმარება.

ლომისთვის წონის კლების საუკეთესო მოტივაცია სახალხო "ბულინგია". დიახ, დიახ არ მოგესმათ ზუსტადაც რომ ბულინგი. ლომები გასაოცრად თავმოყვარე ადამიანები არიან. ამიტომ თუკი მას ვინმემ ხალხში და ხმამაღლა არ უთხრა, რომ ძალიან არის გასუქებული, ლომი არასოდეს იფიქრებს საპირისპიროს დამტკიცებაზე.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს