როგორ შევღებოთ კვერცხები ხახვის ფურცლებით

როგორ შევღებოთ კვერცხები ხახვის ფურცლებით

საქართველოში სააღდგომოდ ენდრო ყველგან იყიდება და კვერცხების შეღებვა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ უამრავ ჩვენს თანამემამულეს საზღვარგარეთ ენდროს შოვნა უჭირთ.

სწორედ მათთვისაა ეს რეცეპტი!

თუ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხახვის ფურცლების მოგროვებას მოახერხებთ, სააღდგომოდ წითელი კვერცხები ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სუფრას.

მაშ ასე: ქვაბში ჩაყარეთ ბლომად ხახვის ფურცლები. ჩაალაგეთ გარეცხილი კვერცხები და დაასხით იმდენი წყალი რომ დაფაროს. აადუღეთ და ხარშეთ, სანამ კვერცხები არ შეიფერება. გააცივეთ ნახარშშივე, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ, გააშრეთ და ზეთიანი ბამბა გადაუსვით.

ნახატების გასაკეთებლად დაგჭირდებათ ძველი წინდა. შეგიძლიათ დაჭრათ, ან პირდაპირ მაშივე გამოაკრათ კვერცხი. კვერცხი წინასწარ დაასველეთ და მწვანილის ფოთლები ადვილად მიეკრობა.

იხილეთ ფოტოები

მუმია, რომელიც ქურუმის ეგონათ, ორსული ქალის აღმოჩნდა  - უჩვეულო შემთხვევა და მისტიკური ლედის იდუმალებით მოცული ამბავი

რაჭის მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა - პატარა სოფლის გაუჩინარების ამბავი

"პასკას თავი რომ არ გაუსკდეს.." - რა მეთოდებს იყენებენ ქართველი დიასახლისები