ადამიანი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს, ქვეყნის პირველი პირების სიკვდილის შემთხვევაში დაიკავებს

ადამიანი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის პოსტს, ქვეყნის პირველი პირების სიკვდილის შემთხვევაში დაიკავებს

ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავს საკუთარი ინაუგურაციის ან საჯარო ადგილას სიტყვით გამოსვლის დროს ესხმიან, უკეთეს შემთხვევაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ პირს მოვალეობის შესრულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო აღარ შეუძლია.

თუმცა, მეორე მსოფლიო ან თუნდაც ცივი ომის ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში მოწინავე ადგილს იკავებს და ხელთ მასობრივი განადგურების იარაღი აქვს, თეთრი სახლის ლიდერის დაზღვევა აუცილებელი პირობაა.

დანიშნული, რათა გადარჩეს - ასე ეწოდება თანამდებობას, რომლის ერთადერთ მოვალეობას უსაფრთხო ადგილას ყოფნა წარმოადგენს. ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს თან საპრეზიდენტო დაცვა ახლავს, მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და თანაც გარანტირებული.

ამ ადამიანს "სამსახურში" გამოცხადება მაშინ უწევს, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და სხვა მაღალჩინოსნები საჯარო ადგილას ჩნდებიან, სიტყვით გამოდიან და სახელმწიფოსა და პრეზიდენტის მტრებისთვის ხელმისაწვდომ სამიზნედ იქცევიან.

ვის შეუძლია გახდეს პოტენციური პრეზიდენტი?

თანამდებობას იკავებს მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კაბინეტის წევრია. ძირითადად, აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელი, რომელსაც 35 წელი შეუსრულდა, დაიბადა ამერიკაში და აქვს მისი მოქალაქეობა, თანაც ქვეყანაში 14 წლის განმავლობში უწყვეტად ცხოვრობს. ამასთანავე, ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთა სიას უნდა განეკუთვნებოდეს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს