7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

კურო

მოერიდეთ დაუფიქრებელ საქციელს. წარმატება ელით გაწონასწორებულ, მშვიდ კუროებს. საინტერესო შეხვედრები გელით. დღეს გაცნობილი ადამიანები მომავალში გამოგადგებიან.

ტყუპი

საინტერესო, მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ურთიერთობას თავხედ ადამიანებთან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მგზავრობა, ქალაქგარეთ გამგზავრება.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, ვალდებულებებს და ნაკლები კოლეგებთან ერთად გართობას, ჭორაობას. პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება აღსავსე.

ლომი

დღეს გარშემო მყოფებისთვის მშვიდობისმომტანი და ფსიქოლოგი იქნებით. ყველას მოუნდება თქვენთვის გულის გადაშლა, საიდუმლოს გამხელა. საღამოს საყვარელ ადამიანს ოჯახური სიმყუდროვე მოუწყვეთ.

ქალწული

ენერგიული და მხნე ხართ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მომავალზეც დაფიქრდით. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

სასწორი

ყურადღებით იყავით, იღბალი საინტერესო მინიშნებებს გიგზავნით. თუმცა, მისტიკასა და მაგიაში ნუ გადავარდებით. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მორიელი

თავგადასავლებითა და სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. დილიდან საქმეების შესრულებას შეუდექით და საღამოს თავისუფალი დრო სურვილისამებრ გაატარეთ.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედმეტად სენტიმენტალური. აკონტროლეთ ემოციები. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ და მოერიდეთ ავანტიურას.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს