ანორექსიით დაავადებული გოგონა ბოდიბილდერი გახდა

ანორექსიით დაავადებული გოგონა ბოდიბილდერი გახდა

ბრიტანელი ნიკოლა კინგი ექვსი წელი იტანჯებოდა ანორექსიით. მოგვიანებით ის მძიმე წონების აწევით დაინტერესდა და ბოდიბილდერების კონკურს Pure Elite-ს გამარჯვებული გახდა. კინგი მხოლოდ 25 კილოგრამს იწონიდა, მისი სიმაღლე კი 175 სანტიმეტრი იყო.

ექიმების და ოჯახის დახმარებით, გოგონა გამოჯანმრთელდა და ”ფაუერლიფტინგით” დაინტერესდა. ამჟამად ის 56 კილოგრამს იწონის. ”მე ვაგრძელებ ბრძოლას, რადგან ეს დაავადება საბოლოოდ არასოდეს იკურნება. ვგრძნობ, რომ თითქმის გავიმარჯვე. არ მეგონა თუ საერთოდ გადავრჩებოდი. ეს გრძელი გზა იყო და მე ვამაყობ საკუთარი თავით”, - ამბობს კინგი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს