ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ბაშარ ალ-ასადის გზა ექიმობიდან 21-ე საუკუნის დიქტატორობამდე

ექიმობიდან მკვლელის სტატუსამდე - სირიის პრეზიდენტს ქვეყნის ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება ქიმიური იარაღის გამოყენებაში კვლავ ადანაშაულებს. 72 გარდაცვლილი და 400-მდე დაშავებული, დასავლური მედიის თქმით, ასეთია პოლიტიკური და სამხედრო კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის "ასადისეული გეგმა", რომელსაც ის 2012 წლიდან მოყოლებული პერმანენტულად ასრულებს.

მრავალ სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ბაშარ ალ-ასადის საზოგადოებრივი მოღვაწობა სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო. დამასკოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, ექიმ-ოფთალმოლოგის პროფესია აირჩია და 1991-92 წლებში გაერთიანებულ სამეფოში სტაჟირების გასავლელად ჩავიდა. თავისი ნამდვილი წარმომავლობის საიდუმლოდ დასატოვებლად ინგლისში ყოფნისას ფსევდონიმი აირჩია და თითქმის არავის უმხელდა, რომ სირიის იმდროინდელი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის შვილი იყო.

მამისა და უფროსი ძმის ტანდემით დაიმედებული ბაშარ ასადი, გაერთიანებულ სამეფოში ორდინატურის გავლითა და პირადი ცხოვრების აწყობით იყო დაკავებული. ალბათ მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ხალხის დასახმარებლად მოწოდებული მალე საკუთარი მოსახლეობის მტრად იქცეოდა და მათი სიკვდილის მიზეზი გახდებოდა. "სისხლის ყივილმა" ის ცოტა ხანში სამშობლოში დააბრუნა.

ყველაფერი მისი უფროსი ძმის, ბასილის გარდაცვალებით დაიწყო. ბაშარ ალ-ასადს ჰაფეზ ალ-ასადის 30 წლიანი მმართველობის სადავეები საკუთარ ხელში უნდა გადაებარებინა. ამას კი მედიკოსის წოდებით ნაკლებად მოახერხებდა. წაიკითხეთ გაგრძელება

"მე შენ მიყვარხარ 67 წელია, ქორწინების იუბილეს გილოცავ!" - რა სიურპრიზი გაუკეთა ამერიკელმა პენსიონერმა კარანტინში მყოფ ცოლს

გერმანელი ფსიქოთერაპევტის საოცარი დასკვნა ოჯახურ და ფინანსურ ბედნიერებაზე - "ღიპი - დედასთან პრობლემებია, უფულობა - მამასთან"

რატომ ყიდულობენ ადამიანები პანიკურად ტუალეტის ქაღალდს - "ქაღალდი რომ დაგვიმთავრდეს, რას გამოვიყენებთ მის ნაცვლად?"