შრიფტი
15:53 / 11-04-2017
რომელი თევზია საუკეთესო ბავშვის განვითარებისთვის და რა ასაკიდან უნდა მივცეთ პატარას?
მოგეხსენებათ, თევზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის მიცემა და რომელი თევზია მდიდარი პატარის განვითარებისათვის საჭირო ნივთიერებებით. ამის გასარკვევად მედიცინის აკადემიურ დოქტორსა და პედიატრს, თამარ ობგაიძეს ვესაუბრეთ.

- თევზი ბავშვისათვის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს და ეს ცილები გაცილებით ადვილად ასათვისებელია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრების ცილები. თევზი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებს, როგორიცაა A და D ვიტამინი, აგრეთვე მიკროელემენტებს, როგორიცაა სელენი, თუთია, ბრომი, იოდი. A ვიტამინი არის ვიტამინი, რომელიც მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და ასევე მხედველობის ანალიზატორის, ანუ თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში. D ვიტამინი კი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლაში, შესაბამისად ის წარმოადგენს რაქიტის საპროფილაქტიკო საშუალებას, რაც ორგანიზმის სისტემური დაავადებაა და იწვევს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებას. მიკროელემენტები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ პროცესში, ნივთიერებათა ცვლაში, არიან ანტიოქსიდანტები. ასე რომ, თევზი შეიცავს სრულფასოვან ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის.

ცალკე მინდა გამოვყო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ეს გახლავთ ნივთიერების ის ტიპი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ბავშვის, მისი თავის ტვინის, თვალის, მხედველობის ჩამოყალიბებაში. იმდენად მნიშვნელოვანია
მისი როლი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდგომ, რომ მეორენაირად ამ ნივთიერებებს თავის ტვინის არქიტექტორებსაც კი უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ცხიმოვან მჟავებს აქვთ განსაკუთრებული უნარი, ზემოქმედება მოახდინონ და პროფილაქტიკა აწარმოონ ისეთი სერიოზული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. ამ ნივთიერებების კვლევა დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ესკიმოსები პარქტიკულად არ ავადობდნენ ასეთი მძიმე დაავადებებით. იქიდან გამომდინარე, რომ მათი რაციონი ძირითადად თევზეულისგან შედგებოდა, დადგინდა რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ნაკლები სიხშირე სწორედ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების დეფიციტი, ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი ყურადღების ნაკლებობის და ასევე ჰიპერაქტიურობის სინდრომის, რის გამოც ასეთ ბავშვებს ძალიან ხშირად ენიშნებათ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთაც აქვთ მონელების პრობლემები, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თევზის მიღება, რადგან ის გაცილებით ადვილი მოსანალებელია.

განაგრძეთ კითხვა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, სად ბინადრობდა თევზი, სანამ ანკესზე წამოეგებოდა...
"რაც მაქვს სახლში, სუნელები იქნება ეს თუ მწვანილები, მიყვარს ყველაფრის ბლომად გამოყენება"
თქვენ ბაქტერიებს კი არ აცლით ხორცს, არამედ ნიჟარას, ჭურჭელსა და სამუშაო მაგიდას აბინძურებთ
გულზე ღვინის კეთილისმყოფელი მოქმედება მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს
დაასხით მდუღარე წყალი - თუ წყალი გათეთრდა, ხიზილალა ნატურალურია
აქცია შედგებოდა სლოგანისგან: "მე ვ...ვ...ვიძირები, ვ...ვ...ვიხრჩობი..."
თევზის პროდუქციაზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს
მტკვრის პირას ხშირად შეგაწუხებთ არასასიამოვნო სუნი, შიგადაშიგ კი ნაგვის მასა მდინარის ზედაპირზე
+PHOTO პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან გადის და ოკეანეებში ხვდება
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49