მავნებელია თუ არა ჩილიმი ჯანმრთელობისთვის

მავნებელია თუ არა ჩილიმი ჯანმრთელობისთვის

ჩილიმს ბევრი ჩვენგანი მოიხმარს, მათ შორის არამწეველებიც, რადგან ის თამბაქოსთან შედარებით ნაკლებად მავნებლად მიგვაჩნია, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალობა სხვაგვარია.

აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) ინფორმაციით, ჩილიმი ისეთივე მომწამვლელია, როგორიც სიგარეტი და იმავე დაავადებების გამოწვევა შეუძლია, რასაც თამბაქო იწვევს. ჩილიმში შემავალ ტოქსინებს, მაგალითად, ფილტვის კიბოს, რესპირაციული დაავადებების, ნაადრევი მშობიარობისა და პირის ღრუს დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

ამასთან, CDC-ს ცნობით, "ჩილიმის 1 საათის განმავლობაში მოწევა სიგარეტის 200 "ნაფაზს" უდრის, როცა ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებისას მწეველი 20 "ნაფაზით" შემოიფარგლება, შესაბამისად შესუნთქული კვამლის ოდენობა ჩილიმის შემთხვევაში დაახლოებით, 90 000 მილილიტრი, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 500-დან 600 მილილიტრია," - ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

და მაინც რა არის ჩილიმი?

ჩილიმის აპარატი მეტალის კონსტრუქციაა, დაბლა კოლბით, რომელშიც წყალი ისხმება. კონსტრუქციას თავზე ჭიქის ფორმის თუთუნით სავსე მოწყობილობა უმაგრდება, რომელსაც ზემოდან ნახშირით სავსე რკინის კალაუდერს ადებენ. მაღალი ტემპერატურის შედეგად თუთუნს ეკიდება და კვამლი გამოიყოფა. როგორც Allnews.ge-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთი ჩილიმ-ბარის წარმომადგენელმა განუცხადა, ჩილიმი მხოლოდ თუთუნისა და ხილის არომატებისგან შედგება: წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს