კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან

კარტოფილი აახალგაზრდავებს კანს და გვიცავს ჭაღარისგან

ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.

ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე. ეფექტის მისაღებად საკმარისია წვენსაწურში მოათავსოთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი. მიღებული წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ნატურალური პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას, რაც ბევრ სიკეთესთან ერთად კანს ელასტიკურობასა და სიმტკიცესაც ანიჭებს. კარტოფილის წვენში არის ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის რთული უჯრედული მექანიზმის ფუნქციობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი C ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა აგრეთვე კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას.

განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ