რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ

რო­გორ უნ­და ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხ­ვის შემ­დეგ

ბო­ლო დროს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მარ­ხუ­ლობს. ალ­ბათ, ამის გა­მოც გა­მოჩ­ნ­და დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ წარ­წე­რა - "სა­მარ­ხ­ვო". სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კვე­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა ობი­ექ­ტ­ში მო­გარ­თ­მე­ვენ სა­მარ­ხ­ვო კერ­ძებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მარ­ხ­ვის დროს არ შე­იძ­ლე­ბა არა მარ­ტო ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა, არა­მედ ის მო­წე­ვი­სა და და­ლე­ვის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს.

მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, ზო­გი­ერ­თი მარ­ხ­ვა მრა­ვალ­დღი­ა­ნია, ზო­გი­ერ­თი - ერ­თ­დღი­ა­ნი. დი­დი მარ­ხ­ვა სულ ოთხია და მათ­გან ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია აღ­დ­გო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნა მარ­ხ­ვა, რო­მე­ლიც 48 დღე გრძელ­დე­ბა. იგი ყვე­ლა­ზე მკაც­რიც არის, გან­სა­კუთ­რე­ბით - პირ­ველ და ბო­ლო კვი­რას. თევ­ზი ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ ხა­რე­ბა­სა და ბზო­ბას.

იმის­თ­ვის, რომ მარ­ხ­ვის შემ­დეგ კვე­ბის სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა ორ­გა­ნიზმს სტრე­სად არ ექ­ცეს, სა­მარ­ხ­ვო სუფ­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვით შეც­ვ­ლის წე­სე­ბის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო. სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ხ­ვის შემ­დეგ კვე­ბის მკვეთრ შეც­ვ­ლას შე­იძ­ლე­ბა, საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მოშ­ლა და დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც მოჰ­ყ­ვეს. მარ­ხ­ვის დროს ორ­გა­ნიზ­მი ნახ­შირ­წყ­ლო­ვან-მცე­ნა­რე­ულ საკ­ვებს ეჩ­ვე­ვა. თუ მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­შინ­ვე იმას მი­ირ­თ­მევთ, რაც უფ­რო გემ­რი­ე­ლი და ცხი­მი­ა­ნია, გას­ტ­რი­ტი და სხვა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ აგ­ც­დე­ბათ.

მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი და ვი­ტა­მი­ნე­ბი, უფ­რო მე­ტი ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლი ადა­მი­ა­ნის რა­ცი­ო­ნის ბა­ზი­სია. გა­მო­დის, რომ მარ­ხ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სწორ კვე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა. იმ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე საკ­ვე­ბი ხში­რად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია, ძი­რი­თა­დად ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ღა­რი­ბე­ბუ­ლი რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პრო­დუ­ქტე­ბით მზად­დე­ბა და ზოგ­ჯერ მავ­ნე­ბე­ლიც (ის გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ მა­სა­ლას, კონ­სერ­ვან­ტებს შე­ი­ცავს) კია, გა­მო­სა­ვა­ლი მა­ინც არ­სე­ბობს. ამის­თ­ვის სა­ჭი­როა, ესო­დენ პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა, რომ­ლის ფორ­მუ­ლა­შიც ჯან­სა­ღი და ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა საკ­ვე­ბიც შე­დის. მსოფ­ლი­ოს ბევ­რი დი­დი ქა­ლა­ქის და­რად, რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ მოს­კოვ­შიც არ­სე­ბობს პირ­ვე­ლი ბი­ო­კა­ფე, რომ­ლის შემ­ქ­მ­ნე­ლი სტე­ფან სტო­ი­ა­ნო­ვი მარ­ხ­ვის შემ­დ­გო­მი მე­ნი­უს გა­სამ­ხე­ლად და სა­სარ­გებ­ლო კვე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად მზად არის. მაშ ასე: თავ­სარ­თი "ბი­ო" სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბი უგე­მუ­რი ან­და ნაკ­ლე­ბად ნო­ყი­ე­რია. ბი­ო­ე­ტი­კე­ტი­ა­ნი პრო­დუქ­ტი მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ კონ­სერ­ვან­ტებს, ნა­ტუ­რა­ლურ სა­ღე­ბა­ვებ­სა და არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ ინ­გ­რე­დი­ენ­ტებს შე­ი­ცავს.

ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით კი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო, გემ­რი­ე­ლი და ნო­ყი­ე­რი სა­დი­ლე­ბი მზად­დე­ბა. ასე რომ, ბი­ო­კა­ფეს შეფ­მ­ზა­რე­უ­ლი სტუმ­რებს მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბით, მა­გა­ლი­თად, ხორ­ცი­თა და თევ­ზით მომ­ზა­დე­ბულ, სხვა­დას­ხ­ვა სა­ნე­ლებ­ლი­თა და სო­უ­სით შე­ნე­ლე­ბულ სა­დი­ლებს სთა­ვა­ზობს. ასე­თი საჭ­მე­ლი კი, ყვე­ლა სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ძალ­ზე სა­სარ­გებ­ლო­ცაა.

ბი­ო­კა­ფე­ში ყვე­ლა სა­დი­ლი ნამ­დ­ვი­ლი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი არა­გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუ­ქით მზად­დე­ბა.

კა­ფე­ში მომ­ხ­მა­რე­ბელს სას­მე­ლებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და ბი­ლო­გი­უ­რად სუფ­თას სთა­ვა­ზო­ბენ. მე­ნი­უ­შია: იშ­ვი­ა­თი კენ­კ­რო­ვა­ნე­ბის წვე­ნე­ბი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი და 20 და­სა­ხე­ლე­ბის ბა­ლა­ხე­უ­ლი ნა­ყე­ნე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი - გა­მამ­ხ­ნე­ვებ­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლი და გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რებ­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რი იდეა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და ორ­გა­ნულ პრო­დუქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ოლო­გი­უ­რად უსაფ­რ­თხო კვე­ბის აქ­ტი­უ­რი გავ­რ­ცე­ლე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ციაა.  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს