როგორ დავიკლოთ კვირაში ორი კილოგრამი?

როგორ დავიკლოთ კვირაში ორი კილოგრამი?

გოგონებს წონაში დაკლება სწრაფად სურთ. თუ არ გყოფნით მოთმინება, ნელ-ნელა და საფუძვლიანად გახდეთ, გთავაზობთ რჩევებს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, კვირაში 2 კილოგრამს დაიკლებთ.

1. სვით წყალი

ენერგეტიკული სასმელები, ხილის წვენები, მსუბუქი ლუდი - ისინი კალორიებითაა სავსე. თუმცა, ეს სასმელები არ გაკმაყოფილებს ისე, როგორ კალორიული საკვები. ამიტომ ისინი უსარგებლოა. წყალში ნული კალორიაა, არც შეიცავს ნახშირწყლებს და შესაბამისად, იდეალური სასმელია გასახდომად. თან მეტაბოლიზმს უწყობს ხელს. თუ ცარიელი წყლის სმა მოგწყინდებათ, ლიმონის ნაჭერი ან მენთოლის ფოთლები ჩაუმატეთ.

2. დალიეთ ყავა ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე

ვარჯიშამდე ყავის მიღება შეგმატებთ ენერგიას და გაცილებით მეტ კალორიას დაწვავთ ისე, რომ ვერც გაიგებთ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა დაგეხარჯათ ამაში.

3. ყოველ ღამით დაკავდით სექსით

ორონდ გაითვალისწინეთ, ზემოდან თქვენ უნდა იყოთ. ასე გაცილებით მეტად აქტიურია სხეული და უფრო მეტ კალორიას წვავს. ამასთან, სექსის დროს გამოიყოფა ბედნიერების შეგრძნების გამომწვევი ნეირონები, ენდორფინები და ისინი დაგეხმარებიან შიმშილის გრძნობის დაძლევაში.

4. მიირთვით ორაგული

ორაგული სავსეა ცილებით და ამასთან, თქვენს კანს სიკაშკაშეს შესძენს. დერმატოლოგები ამბობენ, რომ ყოველდღიურად ორაგულის მიღება კანს საგრძნობლად აუმჯობესებს.

5. აკეთეთ ჩაჯდომები

ჩაჯდომები კუნთებს გამოკვეთს და შესაბამისად, სხეული მკვრივი და ათლეტური გახდება, განსაკუთრებით ეს ეხება მუცელს, ფეხებს და უკანალს. აკეთეთ 12 ჩაჯდომა სამჯერ და თავადაც გაგაკვირვებთ საკუთარი ტანადობა.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს