მაკიაჟის შემდეგ ბებია სასწაულებრივად შეიცვალა

მაკიაჟის შემდეგ ბებია სასწაულებრივად შეიცვალა

80 წლის ბებია შვილიშვილმა კინოვარსკვლავს დაამსგავსა. ბებია ლივიას, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ პაულაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, ძალიან უყვარს მაკიაჟი, ამიტომ შვილიშვილმა თია ფლეგომ მას კიმ კარდაშიანის საყვარელი ტექნიკით გაულამაზა სახე.

მაკიაჟის შემდეგ ლივია საოცრად შეიცვალა, მისი ფოტოები კი ინტერნეტში გავრცელდა და ჰიტად იქცა. მაკიაჟამდე ლივია სათვალეებს ატარებდა და კანზე ყავისფერი პიგმენტები ეტყობოდა. შვილიშვილმა ბებიას ტონალური საცხი წაუსვა და ჩრდილები გაუკეთა. ფოტოებში ქალბატონი გაცილებით ახალგაზრდად და გლამურულად გამოიყურება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს