ოჯახის წევრებთან ერთად სანახავი ფილმები

ოჯახის წევრებთან ერთად სანახავი ფილმები

უქმე დღეებში ყველაზე კარგი განტვირთვა, ალბათ, ოჯახთან ერთად კარგი ფილმების ნახვაა. თუმცა, სამუშაო დღეებშიც შეიძლება, საღამოს 2 საათი მოპაროთ და ოჯახის წევრებთან ერთად პოზიტიური ფილმები ნახოთ. მოკლედ, მოიმარაგეთ პოპკორნი, მოიხმეთ ტელევიზორთან ოჯახის წევრები და დაიწყეთ!

Allnews.ge ფილმების მოყვარულებს 10 საოჯახო ფილმს გთავაზობთ.

1. ოქტომბრის ცა / October Sky - თუკი, გსურთ უქმეების შემდეგ, კვირა მოტივირებულად დაიწყოთ ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. 19 წლის ჯეიკ ჯილენჰოლის არაჩვეულებრივი შესრულება ნამდვილად გაგაოცებთ, ხოლო ფილმის სიუჟეტი ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს ყურადღებას. ეს არის მეოცნებე ბიჭის ისტორია, რომელიც მეშახტე მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, NASA-ს მეცნიერი გახდება.

2. ჰაერის მეფე / Air Bud - საოცრად ემოციური ფილმი ძაღლი ბადის შესახებ. უიღბლო და სასტიკ ჯამბაზს გამოქცეული ბადი 11 წლის ბიჭს, ჯოშს დაუმეგობრდება. აღმოჩნდება, რომ ბადი არაჩვეულებრივად თამაშობს კალათბურთს. შედეგად, იგი ჯოშისა და სკოლის კალათბურთის გუნდის თილისმა გახდება.

3. ჰუგო / Hugo - საოცარი სამსახიობო გუნდი, თავგადასავლებით სავსე სცენარი და შეუდარებელი რეჟისორი, ეს ყველაფერი ერთ ფილმში.

დიახ, ეს მხოლოდ მარტინ სკორსეზეს შეუძლია. ფილმი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. ობოლი ჰუგოს შეუპოვრობა და სახალისო ისტორიები თქვენ და თქვენს ოჯახის პოზიტიურ განწყობას ნამდვილად შეგიქმნით.

4. პატარა მის ბრწყინვალება / Little Miss Sunshine - ოჯახი ხომ ოცნებებთან, თანაგრძნობასთან, ბედნიერებასთან და თანადგომასთან ასოცირდება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს