გაყალბებული ღვინის ამოცნობის 6 ხერხი, რომელთა გამოყენებაც ყველას შეუძლია

გაყალბებული ღვინის ამოცნობის 6 ხერხი, რომელთა გამოყენებაც ყველას შეუძლია

ღვინის გაყალბება ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, გაყალბებული ღვინის ამოცნობა კი ღვინის მოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანესია. გთავაზობთ საერთაშორისო ქიმიური საზოგადოების წევრის, რამაზ გახოკიძის მიერ მოკვლეულ ნაყალბევი ღვინის ამოცნობის რამდენიმე ხერხს, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

1. ღრმა თასი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ ღვინო მცირე ზომის სინჯარაში ან რომელიმე ვიწროყელიან ჭურჭელში. სინჯარას დააფარეთ თითი და ჩადეთ წყალში. შემდეგ მოაცილეთ თითი. სუფთა ღვინო არ უნდა შეერიოს წყალს განსხვავებული სიმკვრივის გამო. სასმელი თუ შეღებავს წყალს, მაშინ იგი ფალსიფიცირებულია.

2. ღვინოს დაამატეთ გლიცერინი (ხუთი/ერთთან თანაფარდობით) და დაელოდეთ ჭიქის ძირზე ნალექის წარმოქმნას. ღვინო თუ ხარისხიანია, ცვლილება არ ხდება, თუ გაყალბებულია, მაშინ გლიცერინი იძენს ყვითელ, წითელ ან იისფერ ელფერს. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს