ალბანეთის "ნაფიცი ქალწულები" - ვინ არიან ბურნეშები, რომლებმაც ქალად ცხოვრებას მამაკაცად ყოფნა ამჯობინეს

ალბანეთის "ნაფიცი ქალწულები" - ვინ არიან ბურნეშები, რომლებმაც ქალად ცხოვრებას მამაკაცად ყოფნა ამჯობინეს

ჩრდილოეთ ალბანეთში ქალები თავისუფლებას და სოციალურ თანასწორობას კაცის სტატუსის მორგების სანაცვლოდ იღებენ. მათ ბურნეშებს ანუ ნაფიც ქალწულებს ეძახიან.

გოგონები, რომლებიც ბურნეშას ფიცს წარმოთქვამენ, იღებენ მამაკაცის სახელს და ატარებენ მამრობითი სქესისთვის დამახასიათებელ ტანსაცმელს. მათ არ აქვთ უფლება გათხოვდნენ და ყავდეთ შვილები, თუმცა სანაცვლოდ ავტომატურად ეძლევათ უფლება მიიღონ მემკვიდრეობით ოჯახის ქონება და შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები. ბურნეშები თავისუფლად ეწევიან თავშეყრის ადგილებში და კაცებთან ერთად მიირთმევენ სპირტიან სასმელებს. ეს ყველაფერი ქალად ყოფნის დროს მათთვის მიუწვდომელი იყო. ალბანეთში, სადაც მოსახლეობის 63% ისლამს მისდევს, ქალები შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ. მათი ძირითადი მოვალეობა შვილების გაზრდა და ქმრის მოვლაა.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი სახელი ლუმე ბრაჰაა. მე 42 წლის ვარ. სკოლაში 8 წელი ვისწავლე და ჩემი სახელის წერის გარდა, თითქმის არაფერი ვიცი. მე მომწონს ჩემი ცხოვრობა, კაცური ცხოვრება. ასე დამოუკიდებელი ვარ. შემიძლია მუშაობა და ჩემი ცხოვრების თავად წარმართვა. მე ეს მოვახერხე", - ამბობს ლუმე ბრაჰა.

"ჩრდილოეთ ალბანეთში მცხოვრებ ქალებს არ აქვთ თავისუფლება და ამას ძალიან განიცდიან. გადაწყვეტილება, რომ ბურნეშა გავმხდარიყავი, თავად მივიღე. არავისთვის მიკითხავს და ამას არ ვნანობ. ასე მე თავისუფალი ვარ" - აღნიშნავს ერთ-ერთი ბურნეშა.

პატრიარქალურ ალბანეთში მსგავსი ტრადიცია შესაძლოა საერთოდ არ გაჩენილიყო, თუ არა ერთი გარემოება - ომები და სისხლიანი დასჯის ტრადიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა მამაკაცების რაოდენობა ქვეყანაში. ოჯახის პატრონობის ვალდებულება ოჯახის უფროს ქალიშვილებს გადაეცათ და ასე გაჩნდა მე-15 საუკუნეში ბურნეშას ტრადიცია.

2009 წელს ალბანეთი ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდა. ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანაში პროგრესი შეიმჩნევა. ბურნეშების ასაკი საშუალოზე მაღალია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ქალებს მამაკაცის სტატუსის მიღება ახლა უკვე ნაკლებად სჭირდებათ...

ფოტოები ეკუთვნის ფოტოგრაფ ჯილ პიტერსს, რომელმაც იმოგზაურა ჩრდილოეთ ალბანეთში, რათა ამ ქალების ხვედრი გადაეღო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს