მსოფლიო ლიდერების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

მსოფლიო ლიდერების საყვარელი ალკოჰოლური სასმელები

მსოფლიო ლიდერების ქცევა მუდამ სამაგალითო და გონივრული უნდა იყოს, ასეთია მოლოდინი მათდამი. თუმცა ისინიც, როგორც ყველა ადამიანი, სხვადასხვა გარემოებაში სვამენ ალკოჰოლს. რომელი ალკოჰოლური სასმელი უყვართ ყველაზე მეტად მსოფლიოს ამჟამინდელ თუ ყოფილ ლიდერებს? 

მარგარეტ ტეტჩერი

2003 წელს ტეტჩერის პირადმა ასისტენტმა გაამხილა, რომ ის და პრემიერ-მინისტრი მთელი ღამე სვამდნენ, როდესაც 1990 წლის ნოემბერში კონსერვატორული პარტიის ძალიან მცირე უპირატესობით გამარჯვების შესახებ გაიგეს არჩევნების პირველ რაუნდში. ტეტჩერის საყვარელი ალკოჰოლური სასმელი ვისკი გახლდათ.

დევიდ კემერონი

2010 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის არჩევნების დროს დევიდ კემერონმა ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი საყვარელი სასმელი ლუდი "გინესი" გახლდათ.

კიმ ჩენ ირი

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი არ ფარავდა თავის დიდ სიყვარულს "ჰენესის" კონიაკის მიმართ. წელიწადში მისთვის 700 000 ფუნტის ღირებულების ალკოჰოლურ სასმელს იძენდნენ.

სადამ ჰუსეინი

ერაყის ყოფილი ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი იყო, ხშირად სვამდა. მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი პორტუგალიური წითელი ღვინო "მათეუში" გახლდათ.

მოამარ კადაფი

მოამარ კადაფი სირიას 1969 წლიდან 2011 წლამდე მართავდა. სამოქალაქო ომისას მის საცხოვრებელში აღმოაჩინეს, როგორ სიმდიდრეში ცხოვრობდა ლიდერი. სახლში დიდი რაოდენობით "ჯონი უოკერის" ვისკი იპოვეს, რაც სავარაუდოდ, გახლდათ კიდეც მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი.

ბარაკ ობამა

ობამას თქმით, მისი საყვარელი სასმელი შავი მოცხარის ცივი ჩაია, თუმცა ირლანდიაში სტუმრობისას ლუდი "გინესი" აშკარად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ამერიკის პრეზიდენტს. როგორც ამბობენ, მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი სწორედ ლუდი გახლავთ.

ჯორჯ ბუში უმცროსი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი 2001 წლამდე, სანამ ქვეყნის ლიდერის პოსტს დაიკავებდა ბევრს სვამდა. მისი საყვარელი სასმელი "ჯიმ ბიმის" წარმოების ბურბონი გახლდათ.

ვლადიმირ პუტინი

ყველას ჰგონია, რომ პუტინის საყვარელი ალკოჰოლური სასმელი არაყი უნდა იყოს. თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთის პრეზიდენტს საერთოდ არ ყვარებია სმა. ყვებიან, რომ პრეზიდენტობამდე პუტინი მიწოდებულ სასმელს ლარნაკებში ასხამდა. გერმანიაში ყოფნისას მას ლუდი შეუყვარდა და სწორედ ეს ალკოჰოლი გახლავთ მისი ფავორიტი სასმელი.

ბორის ელცინი

პუტინისგან განსხვავებით რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი დიდი მსმელი იყო და არყის სიყვარულის გამო რამდენიმე საერთაშორისო სკანდალსაც გამოკრა ხელი. 1995 წელს თეთრ სახლში ვიზიტისას მთვრალი ელცინი დაცვას გაეპარა და შემდეგ თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვნეს საცვლის ამარა, როდესაც ტაქსის გაჩერებას ცდილობდა პიცერიაში წასასვლელად.

ფიდელ კასტრო

სიგარის მოყვარული კუბის ლიდერი ალკოჰოლისადმი სიყვარულშიც ნაციონალურ სიამაყეს ირჩევდა. მისი საყვარელი სასმელები მოჰიტო და კუბა ლიბრე გახლავთ. თუმცა სიამოვნებით მიირთმევს შოტლანდიურ ვისკისაც.

ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი არაერთხელ გამოუჭერიათ ფოტოგრაფებს ლუდის კათხით ხელში, ამიტომ დიდი ალბათობით მისი საყვარელი ალკოჰოლიც სწორედ ლუდი გახლავთ.

იოსებ სტალინი

ამბობენ, რომ შეხვედრებზე სტალინი ოპონენტებს არაყს ასმევდა, რომ მათზე უპირატესობა მოეპოვებინა. სტალინს თავადაც უყვარდა არაყი, თუმცა მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელი ქართული ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარა გახლდათ.

მომზადებულია thedrinksbusiness.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს