24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასიამოვნო მომენტებით აღსავსე დღე გელით. იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. უფროსი შეგიქებთ კარგად შესრულებულ სამუშაოს. საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე.

კურო

შრომისმოყვარე და კარგი შემსრულებელი ხართ, მაგრამ ეცადეთ, არავინ გაგაკეთებინოთ დამატებითი სამუშაო უსასყიდლოდ. საღამო ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ტყუპი

პოზიტიური დღე გელით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ "ოქროს თევზი" ზარმაც ადამიანებთან არ მოცურდება. მიზანმიმართულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს რომანტიკისთვის გამონახეთ დრო.

კირჩხიბი

თუ კოლეგები უარს ამბობენ ვალდებულებების შესრულებაზე ცოტა მეტი სიჯიუტე და სიმკაცრე უნდა გამოიჩინოთ. იყავით ლიდერი და უხელმძღვანელეთ პროექტებს. საღამოს დაისვენეთ, ნუ დაიტვირთავთ თავს საოჯახო საქმეებით.

ლომი

მეტად გამოავლინეთ დიპლომატიური ნიჭი და დაუთმეთ გარშემო მყოფებს. დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

მართალია, არ გიყვართ ჩხუბი, მაგრამ ურჩ კოლეგებს ზოგჯერ სიმკაცრეც უნდა აჩვენოთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული პაემნით.

სასწორი

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. სამსახურის საქმეები სტაბილურად გაქვთ. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, საღამოს სკვერში გაისეირნეთ. ან საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშამზე დაპატიჟეთ რესტორანში.

მორიელი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღეს ახლობლებს თქვენთან საუბარი, თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდებათ. ოჯახის წევრები თქვენს მზრუნველობასა და ყურადღებას საჭიროებენ. მეგობრები საჭირო ინფორმაციას მოგაწვდიან.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს