რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის

რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უძველესი დროის ქართულ წარმართულ და ქრისტიანულ ჩუქურთმებსა და კოსმოსურ მოვლენებს შორის არსებულ კავშირზე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"2003 წლის 14 ნოემბერს სანდიეგოს ობსერვატორიის ასტრონომების მიერ აღმოჩენილი იქნა მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც სედნას სახელი უწოდეს. (სედნა ესკიმოსური ღმერთების პანთეონში ზღვის ცხოველების მფარველ ქალღმერთია.)

ასტრონომები ცხარედ მჯელობენ, არის სედნა პლანეტა თუ ის ჯუჯა პლანეტების რანგს უნდა მიაკუთვნონ. მაგრამ ამაზე უფრო მეტად საინტერესოა ამ ახლადაღმოჩენილი ობიექტის უჩვეულო ორბიტა, რომელიც 11 400 წელს უტოლდება; ასევე საინიტერესოა მისი უთანასწორო ტრანზიტები ცალკეულ ზოდიაქოს ნიშანებში: - 1000 წელი მშვილდოსანში და 42 წელი ტყუპებში.

თუმცა მოგვიანებით ასტრონომების სედნას მიმართ ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანმა გარემოებებმა აღძრა..

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სედნას ორბიტის პარამეტრები, კერძოდ კი მისი ასე უჩვეულოდ გაწელილი ორბიტა, ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა ჩვენი სისტემა არაა ჰელიოცენტრიული!

დავიწყოთ ცოტა შორიდან. გალაქტიკაში არსებობენ ეგრეთ წოდებული ორმაგი ვარსკვლავები. ასეთი სისტემები წინათ იშვიათობად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ეს თურმე ჩვენი გალაქტიკისათვის სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

ჩვენი მზე შესაძლოა სინამდვილეში წარმოადგენდეს ორმაგვარსკვლავიანი სისტემის ნაწილს ამ სისტემის ''მეორე მზე'' კი გალაქტიკის საკმაოდ მოშორებულ წერტილში იმყოფებოდეს.

მაშინ სრულიად გასაგები ხდება სედნას უჩვეულოდ გაწელილი ორბიტაც, რომელიც მასზე ამ ორ მზის მიერ გრავიტაციული ზემოქმედებით აიხსნება და ფაქტიურად მათ შორის მოძრაობის ტრაექტორიას წარმოადგენს...

თუ ეს ასეა, ეს მზე სწორედ ის ნემეზიდა გამოდის, რომელზედაც უძველესი ტექსტები საუბრობენ!

ნემეზიდა ასტროფიზიკოსების აზრით, მზის სისტემასთან საკმაოდ ახლოს - 0, 5 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

მისი სამყოფელი და ტრაექტორია გამოთვალეს XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა სწორედ ნემეზიდიდან ჩამოვიდნენ სტუმრად პირველი ასტრონავტები.

როდესაც ამ ინფორმაციას გავეცანი, კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი ძველი სტატია სადაც ვწერდი, რომ საინტერესო პარალელები არსებობს უძველესი ხანის მხატვრობას, ქართულ ქრისტეანულ სივრცეში არსებულ ჩუქურთმებსა და ორმაგ ვარსკვლავთა შორის.

ფოტოებზე, რომელიც თქვენთვის ავტვირთე, პირველზე წარმოდგენილია სედნა თავისი ელიფსისმსგავსი ტრაექტორიით, მომდევნო 2 ფოტოზე მოცემული ნიმუშები წარმოადგენენ ერთმანეთთან შეერთებული 2 სპირალს, რომლებიც მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას წარმოგვიდგენს, ისეთს, მაგალითად როგორიცაა ნემეზიდა.

ასევე წარმოგიდგენთ შატილში, ბულოურთ ციხისკარის თაღზე შემონახული წარმართული კრიპტოგრამას, ქვედა მარჯვენა კუთხეში ორმაგი სპირალით. (საგულისხმოა, რომ მსგავსი კრიპტოგრამები მთიან საქართველოში საკმარისად მოიპოვება და ჯერ კიდევ ჯეროვნად შეუსწავლელია.)

დანარჩენ ფოტოებზე უკვე ქრისტიანობისდროინდელი ჩუქურთმას ვხედავთ (სამთავისი. მანგლისი, ანჩისხატი).

ვფიქრობ, მსგავსება სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, რომელსაც არ აქვს პრეტენზია მეცნიერულად შესწავლილ მასალის მიხედვით გაკეთებული დასკვნისა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს