თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული საბავშვო ბაღები

თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული საბავშვო ბაღები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება, შესაბამისად, მშობლები სასურველი მათგანის შერჩევას მალე შეუდგებიან. ზოგიერთი მშობელი პირობებისა თუ სამუშაო საათების გამო, უპირატესობას კერძო ბაღებს ანიჭებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რას გთავაზობთ, თბილისში არსებული ცნობილი კერძო ბაღები, რათა არჩევანის გაკეთება უფრო მეტად გაგიადვილდეთ.

"ევროპული ბაღი"

ბაღში სწავლა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარეობს. ამ პერიოდში ბავშვებს სამჯერადი კვება აქვთ, რომელიც ადმინისტრაციის განმარტებით, მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება.

"გვაქვს ქართული და ინგლისური სექტორი, ასევე ვასწავლით რუსულ ენას. მშობლებს ბავშვების ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ჭადრაკის, კარატესა და ფეხბურთის წრეზე შეყვანა შეუძლიათ. ჯგუფებს ვასწავლით პროგრამა Stem-ითაც, რომელიც რობოტიკის ძირითადი საფუძვლების შესავლას გულისხმობს," - განმარტავენ "ევროპულ ბაღში" და დასძენენ, რომ მოსწავლეების მიღება 3 წლიდან იწყება, ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა კი 15-ს შეადგენს. სწავლის საფასური 4 000 ევროს შეადგენს.

ქართულ-ამერიკული ბაღი "გენიოსი"

"გენიოსში" ყოველთვიური გადასახადი 700 ლარს შეადგენს, სწავლა 08:30 საათზე იწყება და 19:30 საათამდე გრძელდება. ადმინისტრაციის თქმით, "გენიოსი" დიდ ყურადღებას აქცევს ბაშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და ინტელექტუალურ განვითარებას. საბავშვო ბაღი ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებით ფუნქციონირებს. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს