რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კონდიციონერმა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მოხმარებისას

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კონდიციონერმა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მოხმარებისას

როდესაც გარეთ ცხელა, კონდიციონერი სამუშაო გარემოს აუმჯობესებს, თუმცა, არსებობს რისკები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. კლიმატის სწრაფი ცვლილება ადამიანის რესპირაციულ სისტემაზე უარყოფითად აისახება, კონდიციონერი აშრობს კანს, იწვევს ალერიულ რეაქციებს, ფარინგიტსა და დისფონიას (ხმის პრობლემები).

უფრო კონკრეტულად რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს კონდიციონერის მოხმარებამ და როგორ ხდება მისი სწორად მონტაჟი, ამის შესახებ Allnews.ge ექიმსა და ტექნიკოსს ესაუბრა.

თერაპევტ სოფო ჩხეიძის განმარტებით, ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +24ºC-დან +26ºC გრადუსამდეა, შესაბამისად, სასურველია, კონდიციონერი სწორედ ამ მაჩვენებელზე დავაყენოთ. ოთახის ტემპერატურასა და გარემოში არსებულ ტემპერატურას შორის, განსხვავება მაქსიმუმ 4ºC-5ºC უნდა იყოს.

"ცივი ჰაერის მასები, რომლებსაც კონდიციონერი წარმოქმნის, სასუნთქი და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ხელშემყობ ფაქტორს წარმოადგენს.

კონდიციონერს შეუძლია პნევმონიის, ტონზილიტის (სასის ანთება), სინუსიტის გამოიწვევა. გარდა ამისა, პაციენტებს ეწყებათ ჩივილები ზურგისა და შუბლის მიდამოში," - განმარტავს ის და დასძენს, რომ არც ისე ხშირად, თუმცა კონდიციონერის მიერ წარმოქმნილ ცივ ჰაერს დაავადება ლეგიონელოზის გამწვავებაც შეუძლია, ის იწვევს ხველას როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში,"-აღნიშნავს სოფო ჩხეიძე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს