როგორ გავამწვანოთ აივანი და ეზო ქალაქის პირობებში

როგორ გავამწვანოთ აივანი და ეზო ქალაქის პირობებში

გამწვანებული აივანი თუ კორპუსის სახურავი განსაკუთრებით ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დასვენებისა და განტვირთვის კარგი საშუალებაა. შესაბამისად, აივანსა და კორპუსის სახურავზე სხვადასხვა მცენარის, მათ შორის ყვავილებისა და ბოსტნეულის დარგვაც კი თანდათან პოპულარული ხდება.

Allnews.ge დაინტერესდა, თუ რომელ მცენარეს როგორ უნდა მოვუაროთ ქალაქის პირობებში, საკითხზე მებაღე-დეკორატორ ვერა დოლიძეს ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ადრე გაზაფხულზე როგორც აივანზე, ისე ბაღში სიცივის მოყვარული ვიოლების დარგვა შეგვიძლია, რომელთა ყვავილებიც სხვადასხვა ფერისაა და ქალაქის გამწვანებაშიც აქტიურად გამოიყენება:

"ასევე ქოთანში შეგვიძლია ჩავრგოთ გადმოსაკიდი ჭრელფოთოლა პინკა, მცენარე, რომელსაც წელიწადის 4 თვის განმავლობაში ჭრელი ფოთოლი აქვს, ანუ ეს არ არის ფოთოლმცვენი მცენარე და მთელი ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ლურჯი ყვავილებით ყვავის. როდესაც შედარებით დათბება და ზაფხულის დასაწყისი დადგება, შეგვიძლია, ვიოლები ამოვიღოთ და პინკა დავტოვოთ, იმიტომ რომ წელიწადის ოთხივე დროს ეს მცენარე კარგად უძლებს,"- განმარტავს ის.

როდესაც გაზაფხულზე დათბება, თქვენი მწვანე კუთხის გალამაზება პელარგონიებით, იგივე გერანებითაც შეგიძლიათ, რომლებიც სიმშრალეს ძალიან კარგად უძლებენ.

"შეგვიძლია ჩავრგოთ პეტუნიებიც, რომლებიც აქტიურ მზეს კარგად უძლებენ, მაგრამ ამ მცენარის პატარა მინუსი არის ის, რომ მიდრეკილები არიან დაავადებისკენ, თუმცა თუ ყურადღებით ვიქნებით, დაავადებას დროულად აღმოვაჩენთ და მცენარეს შხამქიმიკატებით შევწამლავთ, მთელი სეზონის განმავლობაში მათ პრობლემები არ შეექმნებათ. ბეგონიები კი უპრობლემოები არიან, რომლებიც გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მთელი სეზონი ყვავიან, აცივდება თუ არა, შეგვიძლია, სახლში შევიტანოთ, გამოვაზამთროთ და დათბობის შემდეგ ისევ გარეთ მოვათავსოთ. თუ გაიზრდებიან და ფორმას დაკარგავენ, შეგვიძლია, გადავჭრათ," - განმარტავს ვერა დოლიძე. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს