სამკაულები ქართული მიწით: უკრაინელი ბლოგერის ორიგინალური სუვენირები საქართველოდან

სამკაულები ქართული მიწით: უკრაინელი ბლოგერის ორიგინალური სუვენირები საქართველოდან

დარია ხოლოდილინა უკრაინელი ბლოგერია, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოს უწოდებს. ის საქართველოში 2013 წლიდან ცხოვრობს და უკვე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ჩვენი ქვეყნის შესახებ, მისი კულტურის, შეხედულებების და ხალხის შესახებ. თავის ბლოგზე ის თბილისის და სხვადასხვა რეგიონების მასშტაბით მოგზაურობისთვის რჩევებს აძლევს ტურისტებს და მისი პოსტები საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.

ამჯერად, გოგონა ისეთი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. დარიამ 4 წელი იმოგზაურა საქართველოში და სხვადასხვა რეგიონებიდან მიწა შეაგროვა, კახეთი, ქართლი, აფხაზეთი, აჭარა და სხვა. ახლა მან სუვენირების კეთება დაიწყო, ბეჭდები და გულსაბნევები, რომლებშიც ქართული მიწაა მოთავსებული. გაყიდვებიდან შემოსული ფული იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს მოხმარდებათ.

სუვენირების ფასი სიმბოლურია - ბეჭედი ან გულსაბნევი 20 ლარი, მინიატურული ბოთლი მიწით 10 ლარი. დარია ამბობს, რომ უნდა ბავშვებს წიგნები უყიდოს და არა სათამაშოები და ტკბილეული, რადგან წიგნები მათი მომავლისთვის აუცილებელი ინვესტიციაა იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს