როგორ შეიქმნა შამპანური - საინტერესო ფაქტები ცქრიალა ღვინოზე

როგორ შეიქმნა შამპანური - საინტერესო ფაქტები ცქრიალა ღვინოზე

ზაფხული ცქრიალა ღვინისთვის საუკეთესო პერიოდია და ამ ტიპის სასმელი მთელს მსოფლიოში სწორედ ზაფხულშია პოპულარული. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცქრიალა ღვინის (შამპანურის) გამოგონება ბენედიქტელი ბერის დომ პიერ პერინიონის სახელს უკავშირდება. დომ პერინიონი დახვეწილი გემოვნებისა და ფენომენალური მეხსიერების პატრონი გახლდათ. ერთი ყურძნის მტევნის მეშვეობით მას არა მარტო ჯიშის განსაზღვრა, არამედ მისი აღმოცენების ადგილისა და ნიადაგის განსაზღვრა შეეძლო.

ის იმდენად ბრწყინვალე დეგუსტატორი გახლდათ, ყურძნის გემოს მიხედვით, მას მომავალი ღვინის გემოს გამოცნობაც შეეძლო და ამას სიცოცხლის ბოლოს დაბრმავებულიც კი ახერხებდა! დომ პერინიონის მთავარი დამსახურება ცქრიალა ღვინოების ტექნოლოგიის შემუშავებაა. წითელი ყურძნიდან იგი ამზადებდა თეთრ ღვინოებს, "რომელიც იმდენად გამჭვირვალე და ნათელი შეფერილობის გახლდათ, მანამდე რომ არ ენახათ". ეს აღმოჩენა უკავშირდება ყურძნის შერჩევას შამპანიზაციისთვის და ლიქიორის გამოგონებას ღვინოში ჩასამატებლად, რის გარეშეც შამპანიზაცია შეუძლებელი იქნებოდა. ახალმა, იმ დროისათვის უჩვეულო ღვინომ ჭურჭლის ახალი ფორმების შემუშავება მოითხოვა - ეს ბოთლები დღეს ჩვენთვის ცნობილია როგორც "შამპანურის ფორმის". ბოთლის დასახუფად კი მან პირველად გამოიყენა კორპის საცობი, რაც მანამდე არ გამოიყენებოდა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს