თუ ფორმაში ჩადგომა გინდათ, ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

თუ ფორმაში ჩადგომა გინდათ, ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

1. წყლის სმის ჩვევა

ჭამის წინ ყოველთვის დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. პირველ რიგში, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. ამას გარდა, წყალი კუჭს ჭამის წინ ავსებს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ მადა ჩაიცხროთ.

2. ნელა ჭამის ჩვევა

ისწავლეთ ნელა ჭამა. ვიცით, რომ ეს რთულია, ამიტომ ეცადეთ ყოველი ლუკმის შემდეგ ჩანგალი თეფშზე დადოთ. ეს ჩვევა გასწავლით საჭმლისგან სიამოვნების მიღებას და ამასთან, თქვენ ნაკლებს შეჭამთ. იმისთვის, რომ ტვინი მიხვდეს, რომ დანაყრებული ხართ, 12 წუთია საჭირო.

3. ნახევარი კერძის ჭამის ჩვევა

ეცადეთ თქვენი ჩვეული პორციის ნახევარი მიირთვათ. თუ რესტორანში ჭამთ, საკუთარი ულუფა მეგობარს გაუყავით. თუ მარტო მიირთმევთ, თხოვეთ მიმტანს, რომ ნახევარი შეგიფუთონ თან წასაღებად. სახლშიც ეცადეთ, შეამციროთ ჩვეული დოზა.

4. სასუსნავის ჩვევა

საკუთარ მაგიდაზე სულ გქონდეთ არა ჩიფსები და ვაფლები, არამედ ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ: დღეში მხოლოდ სამჯერ უნდა მიირთვათ. გამონაკლისი მხოლოდ ხილის სასუსნავებია.

5. მოძრაობის ჩვევა

დღეში 20 წუთი ვარჯიშს დაუთმეთ, თუნდაც აერობიკას, რომლის შესრულება სახლშიც შეგიძლიათ. მიზანი არის თქვენი საშუალო აქტივობის რიტმის გაორმაგება. საუკეთესო დატვირთვა - ეს არის ან სწრაფი სიარული, ან 20 წუთიანი ვარჯიში ველოტრენაჟორზე.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს