როგორ დავაღწიოთ თავი დაღლილობას - სასარგებლო რჩევები

როგორ დავაღწიოთ თავი დაღლილობას - სასარგებლო რჩევები

როდესაც დაღლილობა შემოგიტევთ, დაიმახსოვრეთ, გამოცოცხლებისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი სუნთქვა. ეს არის ის, რაც სხეულს და სულს აკავშირებს. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

1. უნდა ისუნთქოთ დიაფრაგმით. დაიდეთ ერთი ხელი მუცელზე, მეორე მკერდზე. სწორი სუნთქვის შემთხვევაში მკერდზე დადებული ხელი უძრავად დარჩება, ხოლო მუცელზე დადებული ხელი შიგნით შეიწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიაფრაგმა მუშაობს და ასეთ ტემპში სუნთქვა ენერგიას შეგმატებთ.

2. ეცადეთ ყოველთვის ისუნთქოთ ცხვირით. ასე არა მხოლოდ გაათბობთ ჰაერს ფილტვებში მოხვედრამდე, არამედ დაიცავთ ორგანიზმს ბაქტერიებისგან. პირით მხოლოდ სპორტული ვარჯიშის დროს ისუნთქეთ, მაგალითად სირბილისას.

3. არ ღირს ძალიან ღრმა ჩასუნთქვების გაკეთება. სუნთქვა უნდა იყოს თანაბარი, ჰარმონიული, კომფორტული. ძალიან ღრმა სუნთქვამ შეიძლება თავბრუსხვევა გამოიწვიოს.

4. გააკეთეთ პაუზები. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ესაა სუნთქვის სტანდარტული სქემა.

5. ზოგჯერ ძლიერი კონცენტრაციის დროს, ყველაზე ხშირად კი გონებრივი დატვირთვისას, ჩვენ ვიკავებთ სუნთქვას ისე, რომ ვერც ვამჩნევთ. სუნთქვის შეკავება ნიშნავს ჩვეული რიტმის დარღვევას, ამიტომ ეცადეთ, აღმოფხვრათ ეს ეფექტი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს