როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან სახლის პირობებში

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან სახლის პირობებში

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისგან გაწმენდა. დღევანდელ პირობებში ეს განსაკუთებით აუცილებელია, რადგან მაგალითად, პიცაში ბევრი მავნე ნივთიერებაა, რომლისგან გათავისუფლება ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმს ნებისმიერ წამალზე უკეთ გაგისუფთავებენ.

ჭარხალი

ჭარხლის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, ვიტამინი "ცე" და მრავალი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ბაქტერიებს კლავს. ის ეხმარება ღვიძლს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ჭარხალი არამხოლოდ გაგიწმენდთ ორგანიზმს, არამედ დაგეხმარებათ მის გაახალგაზრდავებაში. უმჯობესია მიიღოთ მოხარშული, წვნიანთან, სალათის სახით გახეხილი, ან გამოწუროთ მისგან წვენი.

ხახვი

ხახვი შეიცავს ფიტონციდებს, რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს და სოკოს. ამასთან ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და მადას. ჯობს მიიღოთ უმი, სალათთან ერთად.

ნიორი

ნივრის მხოლოდ ერთ კბილში 400-ზე მეტი სასარგებლო კომპონენტია, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში და კლავენ ტვინის სიმსივნის გამომწვევ მიზეზებს - მულტიფორმული გიობლასტომის უჯრედებს. აგრეთვე ნიორი ანადგურებს კუჭის მჟავიანობის გამომწვევ მიზეზებსაც. მისი მიღება კლავს ტუბერკულოზის ჩხირებს. უმჯობესია მიიღოთ უმი ან გახეხილი.

კომბოსტო

კომბოსტოს მარტივად გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები. მის შემადგენლობაში შედის ორგანული მჟავები, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. იშვიათი ვიტამინი "უ" კი ანადგურებს სახიფათო ნივთიერებებს და მონაწილეობას იღებს ვიტამინების სინთეზში. უმჯობესია მიიღოთ უმად, ან წვენის სახით.

ვაშლი

ეს ხილი არეგულირებს მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ვაშლი აუმჯობესებს მადას, ეხმარება ორგანიზმს კუჭის წვენის გამომუშავებაში, ანადგურებს ვირუსებს, დიზინტერიას და სტაფილოკოკებს. ჯობს მიიღოთ უმად, კანთან ერთად ან წვენის სახით.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს