შრიფტი
18:23 / 19-05-2017
ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა
"ერთადერთი გრძნობა, რომელიც დამნაშვემ შეიძლება პოლიციელს გაუღვივოს - დაცინვა და გაოგნებაა" - ეჟენ ვიდოკი

გამოძიების სფეროში კრიმინალისტიკა უდიდეს როლს ასრულებს. სხვადასხვა ანალიზებითა და ექსპერიმენტებით ექსპერტები დანაშაულის გახსნას და დამნაშავის დაკავებას ცდილობენ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კრიმინალისტიკას წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა. დრო, როდესაც დამნაშავის დაჭერისას გამომძიებლები მხოლოდ თითის ანაბეჭდების იმედზე იყვნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ეჟენ ვიდოკამდე მსოფლიოში კრიმინალური სამსახური ფაქტობრივად არ არსებობდა. ერთ დროს კრიმინალური სამყაროს მეფემ ცხოვრების მეორე ნახევარი კანონის სადარაჯოზე გაატარა და გამოძიების სფეროში ლეგენდად იქცა.

მისი პიროვნების მიმართ გულგრილნი არც მწერლები იყვნენ. შეუდარებელ "საბრალონში" ფრანგმა ვიქტოურ ჰიუგომ ეჟენ ვიდოკი ერთდროულად ორ პერსონაჟში - ყოფილ კატორღელ ჟან ვალჟანსა და დაუნდობელ პოლიციელში - ჟავერში განასახიერა.

ვიდოკი 1775 წლის 23 ივლისს მცხობელების ოჯახში დაიბადა. მამის აქტიური მცდელობის მიუხედავად, ბავშობიდანვე პატარა ეჟენს შრომის ნაცვლად, გართობა და დროსტარება, ბანქო და სხვა აზარტული თამაშები იზიდავდა. 10 წლის ასაკში წაგებული ვალის დაბრუნებისთვის ეჟენმა სახლიდან ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა (ისევე, როგორც მისმა გმირმა ჟან-ვალჟანმა მოიპარა ვერცხლის შანდლები ეპისკოპოსის სახლიდან, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა). გაბრაზებულმა მამამ ის არასრულწლოვანთა ციხეში ჩასვა. თუმცა 2 კვირის თავზე მშობლის გული მოლბა და გზასაცდენილი ეჟენი სახლში დააბრუნეს. მაგრამ ვიდოკმა იმედები არ გაამართლა. 16 წლისამ ოჯახს გადამალული ფული მოპარა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ამერიკას მიაშურა.

ამერიკაში ვიდოკს არ გაუმართლა. ჩასვლისთანავე ის დააყაჩაღეს. ფულის საშოვნელად მომავალ კერძო დეტექტივს მომთაბარე ცირკში მოუხდა მუშაობის დაწყება. ერთი წლის თავზე ის საფრანგეთში დაბრუნდა და არმიის რიგებში ჩაეწერა.

ვიდოკი ვერც არმიის დისციპლინამ გამოასწორა. ის ჩხუბების და დუელების მუდმივი მონაწილე იყო. ჯარიდან შვებულებებაში წასული ფულს ქურდობით და გამოძალვით შოულობდა. შემდეგ მთელ თანხას სმას, გართობას და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ახარჯავდა და ყაზარმაში ისევ ჯიბეგახვრეტილი ბრუნდებოდა.

ვიდოკი ბევრჯერ დააპატიმრეს და რამდენჯერმე სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. მაგრამ ყოველ ჯერზე ის მართლმსაჯულებას უსხლტებოდა ხელიდან. ციხიდან ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ სხვა პატიმრების დახმარებით გარბოდა.

1799 წელს მორიგი გაქცევის შემდეგ, ეჟენ ვიდოკი პარიზში დასახლდა, სადაც ყალბი დოკუმენტებით 10 წელი იცხოვრა. ერთ მშვენიერ დღეს ყოფილი თანამზრახველების შანტაჟმა ვიდოკს რადიკალური ნაბიჯი გადაადგმევინა - ის პრეფექტურაში გაეშურა და პოლიციას საკუთარი დახმარება შესთავაზა.

დაბნეული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ. საკუთარი ფეხით მოსული ყოფილი ყაჩაღი და სიკვდილმისჯილი პატიმარი მართლმსაჯულებას ქურდების დაჭერაში დახმარებას სთავაზობდა. საკუთარი ზრახვების დადასტურებისთვის ვიდოკმა პოლიციას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ქურდობის შესახებ აუწყა. ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩნდა - ქურდები საიუველირო მაღაზიის გატეხვის მცდელობისას ადგილზევე დააკავეს.

ვიდოკის აზრით, ქურდების დაჭერა და დანაშაულის აღკვეთა ყველაზე უკეთ მხოლოდ ქურდს შეეძლო. რამდენიმე თვის განმავლობაში ის პატიმრის როლში საკნიდან საკანში გადადიოდა და პარიზის ქურდული სამყაროს შესახებ ცნობებს აგროვებდა. ნდობის მოპოვებაში ვიდოკს კრიმინალური წარსული ეხმარებოდა.

1811 წელს მან ორგანიზაცია "სიურეტე" ("უსაფრთხება") - მსოფლიოში პირველი სისხლის სამართლის გამომძიებელი ჯგუფი შექმნა. 12 წევრიანმა ორგანიზაციამ არნახულ წარმატებას მიაღწია. მხოლოდ მუშაობის პირველი წლის განმავლობაში
You must have Flash Player installed in order to see this player.
დააკავეს 15 მკვლელი, სახლის 100-ზე მეტი ქურდი, 70-ზე მეტი ჯიბის ქურდი. გახსნილი დანაშაულებების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

მისი მითითებით შეიქმნა გამოძიებული საქმეების არქივი, სადაც ინფორმაცია თარიღებისა და დანაშუალის ტიპის მიხედვით იყო დახარისხებული.

"სიურტეს" ვიდოკი 1827 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ მას დაკავებული თანამდებობის დატოვება აიძულეს. გამომძიებლის საქმიანობას, სახელმწიფო მოხელის რანგში ის მცირე დროით 1832 წლის რევოლუციისას დაუბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ეჟენ ვიდოკმა მსოფლიოში პირველი კერძო დეტექტივების სააგენტო გახსნა.

"სიურტეს" ეფექტურობამ, სხვა ქვეყნებში მსგავსი ორგანიზაციების განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა. 1842 წელს ბრიტანულ სკოტლანდ-იარდში სპეციალური გამოძიების ჯგუფი შეიქმნა. 8 წლის შემდეგ ამერიკაში ალან პონკერტონმა კერძო დეტექტივების მსხვილი კომპანია გახსნა.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა დანაშაულის გახსნის მეთოდებიც. 1883 წელს ფრანგმა ალფონს ბერტილიონიმ "ანტროპომეტრია" გამოიგონა. ამიერიდან დამნაშავეს მისი ფიზიკური პარამეტრებით ადგენდნენ. თითქმის იმავე დროს დიდ ბრიტანეთში დექტელოსკოპია - პიროვნების თითის ანბეჭდებით ამოცნობის მეთოდი დაინერგა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE

08:23 / 26-05-2017
ერეკლე
0
ავტორს ვთხოვ ესეთ საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები ესეთ ადამიანებზე კიდევ დაწეროს ძაან მომეწონა
18:10 / 23-05-2017
/SS
0
არც ეხლა შეეშლებატ რომ შეამცირონ ქურდობა და ყაჩაღობა რომ უნდოდეტ მაგრამ არ უნდათ მერე ციხეში ტიტონ ხომ არ ჩაჯდებიან ააა.
მსგავსი სიახლეები
ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლიციის მანქანებზე შეჯახების მესამე შემთხვევაა
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საშუალებით, სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით
სამართალდამცველებმა ბესიკ მ. თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:59 / 27-05-2017  Image ქუთაისში ავტოავარიას ბავშვი იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც დედა მე-4 შვილზე მშობიარობდა
ბავშვი საკუთრ სახლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
13:24 / 27-05-2017  Image რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა
"როგორც კი ოჯახი შეეცდება, რომ შვილს აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც
11:47 / 27-05-2017  Image თაღლითობა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით - დაკავებულია პირი, რომელმაც ავტოლომბარდიდან 25 000 ლარი უკანონოდ მიიღო
ავტოლომბარდიდან თაღლითობის გზით 25 ათასი ლარის სესხის მიღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
17:09 / 26-05-2017  Image რა ხდება ტვინში ღვინის დეგუსტაციის დროს - ნევროლოგების კვლევის შედეგები გაგაოცებთ
"დაწყებული ღვინის ბოთლის დანახვიდან, მის გასინჯვამდე და გადაყლაპვამდე, პროცესში მთელი
13:33 / 26-05-2017  Image "პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
და რა გინდათ,რომ თქვენი აგრესიული და დამცინავი კომენტარებით თქვათ?გინდათ დაამტკიცოთ,რომ მაღალი ზნეობის და მორალის მატარებლები ხართ?!თუ იმას გვიჩვენებთ,რომ ეკლესიურები და რელიგიურები ხართ?! რომელიღაც თქვენთაგანი წერდა,რომ ამ ყველაფერს ბავშვები და ახალგაზრდები ხედავენ...არ გაგიგიათ,რომ ჰომოსექსუალიზმი გადამდები არ არის?! ადამიანი ასეთი იბადება! გაიგეთ ხალხნო!!!რა სიბნელეა ასეთი უსაშველო...გამოდით გამოქვაბულიდან! პრეტენზიები ხომ გაქვთ,რომ ხალხი მოძღვროთ?-დაჯექით და ცოტაოდენი განათლება მიიღეთ! დაიმახსოვრეთ,რომ ადამიანი სხვისი მაგალითით და წაქეზებით გეი ვერ გახდება! სხვისი მაგალითით ბავშვმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, მასწავლებელს ეუზრდელოს... მაგრამ ჰომოსექსუალად ვერ გადაიქცევა! საფრანგეთის პრეზიდენტს რაც შეეხება: საინტერესო ლოგიკა გაქვთ-კაცმა თუ შეიძლება თავისზე ბევრად უმცროსი გოგონა ცოლად შეირთოს(მარტო საქართველოში რამდენია ასეთი...), რატომ არ შეიძლება კაცს ჰყავდეს თავისზე უფროსი ცოლი?! ამერიკის პრეზიდენტს რამდენი წლით უმცროსი მეუღლე ჰყავს?მას რატომ არ აკრიტიკებთ? რატომ გაქვთ ყოველთვის შერჩევითი "სამართალი"?არ გეყოთ ამდენი ბოღმის გადმონთხევა?ამით ხომ მხოლოდ იმას ამტკიცებთ,რომ ლუზერები ხართ და დაკომპლექსებულები... თქვენი მაღალი ზნეობის და წრფელი რელიგიურობის კი სჯერა რომელიმე საღად მოაზროვნეს?!
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49