როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და როგორ გამოვიყენოთ პატარა სივრცე გონივრულად

როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და როგორ გამოვიყენოთ პატარა სივრცე გონივრულად

მანსარდული ტიპის ბინები თბილისში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ამის მიზეზი ძირითადად, მისი დაბალი ფასია. Allnews.ge შეეცადა გაერკვია როგორ ხდება მანსარდული ბინების საკუთრებაში გადაცემა და რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი?

როგორც საჯარო რეესტრში გავარკვიეთ, თუ მრავალსართულიან კორპუსში სხვენის საკუთრებაში გადმოცემა გსურთ, ამხანაგობას უნდა მიმართოთ. იმ კორპუსის სხვენის საკუთრებაში გადმოსაცემად, რომელშიც ცხოვრობთ, ამხანაგობის წევრთა მხოლოდ ნაწილის თანხმობაა საჭირო (2/3-იანი კრების ოქმის მეშვეობით), მაგრამ, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ამ კორპუსში 2007 წლამდე არ ცხოვრობდით, მაშინ ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა დაგჭირდებათ (ანუ 100%-იანი კრების ოქმი). ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა საჭირო იმ შემთხვევაშიც არის, თუ იმ კორპუსის მანსარდა გსურთ საკუთრებაში გადმოგეცეთ, რომელშიც არ ცხოვრობთ.

ამასთან, თუ სხვენი ვინმეს საკუთრებაში არ არის, მაშინ მის საფასურს არ იხდით და საჯარო რეესტრში მხოლოდ სარეგისტრაციო თანხის გადახდა გიწევთ, (თუ გსურთ, რომ დოკუმენტაცია მზად 4 დღეში იყოს - 50 ლარი, იმავე დღეს - 200, ხოლო მეორე დღეს კი 150 ლარი უნდა გადაიხადოთ). სხვენის რეგისტრაციისთვის ასევე აზომვითი ნახაზი და ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კრების ოქმი გესაჭიროებათ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს