მთე­ლი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, დი­ა­სახ­ლი­სი­დან დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რამ­დე, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი იყო - ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბი

მთე­ლი ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია, დი­ა­სახ­ლი­სი­დან დაწყე­ბუ­ლი ჰიტ­ლე­რამ­დე, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი იყო - ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბი

ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით ომ­ზე? ის­ტო­რი­კოს­თა შო­რი­საც კი ცო­ტაა ისე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვინც ამ შე­კითხ­ვას ამომ­წუ­რა­ვად გას­ცემს პა­სუხს. შეგ­ვიძ­ლია, გან­ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ზამ­ბა­რა, რომ­ლის გა­რე­შეც ომის მე­ქა­ნიზ­მი მუ­შა­ო­ბას ვერ შეძ­ლებ­და.

თამ­ბა­ქოს საქ­მე

გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი - "მსოფ­ლი­ოს ყა­ლი­ო­ნის მო­წე­ვა" ბევ­რის­თ­ვის მო­რი­გე­ბის სიმ­ბო­ლო­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. არა­და, თამ­ბა­ქო თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ომის­გან გა­ნუ­ყო­ფე­ლი გახ­ლ­დათ. ის ძველ­თა­გან­ვე ით­ვ­ლე­ბო­და ბრძო­ლი­სა და ნა­დი­რო­ბის მფარ­ველ სულ­თა მცე­ნა­რედ და ომის ერთ-ერთ პირ­ველ მა­მოძ­რა­ვე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი. აც­ტე­კებს, რომ­ლებ­საც ომის ღმერ­თად უიცი­ლო­პოჩ­ტ­ლი ჰყავ­დათ, ბრძო­ლის დაწყე­ბის წინ, მას­თან შე­სა­წი­რად თამ­ბა­ქოს ფოთ­ლე­ბი მიჰ­ქონ­დათ. თამ­ბა­ქოს წვე­ნი (სხვა უც­ნობ ნა­ზა­ვებ­თან ერ­თად) ინ­დი­ელ მე­ომ­რებ­ში მრის­ხა­ნე­ბა­სა და სი­გი­ჟეს იწ­ვევ­და და მათ­ში ბრძო­ლის გან­წყო­ბას აათ­კე­ცებ­და.

ევ­რო­პა­ში თამ­ბა­ქო XVI სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­ვ­და, მაგ­რამ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რედ ით­ვ­ლე­ბო­და. მხო­ლოდ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, სი­გა­რე­ტის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, ის ჯა­რის­კაც­თა რა­ცი­ო­ნის ნა­წი­ლად და ნერ­ვე­ბის და­სამ­შ­ვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­და­იქ­ცა. სწო­რედ მა­შინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა ჯონ ჯო­ზეფ პერ­შინ­გ­მა, რო­მელ­მაც თამ­ბა­ქოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შე­იც­ნო, გა­ნაცხა­და: - "თქვენ მკითხავთ, რა არის სა­ჭი­რო ამ ომ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის? მე გეტყ­ვით: თამ­ბა­ქო და ტყვი­ე­ბი. თამ­ბა­ქო ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა აუცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე, ათა­სო­ბით ტო­ნა თამ­ბა­ქო გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა".

ასე შე­ვი­და თამ­ბა­ქო მსოფ­ლი­ოს 38 ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში; გან­სა­კუთ­რე­ბით, ან­ტან­ტი­სა და ლი­დე­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის არ­მი­ებ­ში. ჯა­რის­კა­ცე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ფრონ­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და, უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­ვე­ლი იყო. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, თამ­ბა­ქოს გა­რე­შე არც ერ­თი კონ­ფ­ლიქ­ტი აღარ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა­ღა, უნ­და ით­ქ­ვას, რომ მე­ომ­რე­ბი ამ მცე­ნა­რეს ნა­ხევ­რად უგო­ნო მკვლე­ლე­ბად არ გა­და­უქ­ცე­ვია. ის მხო­ლოდ სი­ცი­ვის­გან კი არ იცავ­და მებ­რ­ძო­ლებს, შიმ­ში­ლის გრძნო­ბა­საც თრგუ­ნავ­და. მაგ­რამ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბა გე­ნებ­ში ჩა­ი­დო, რა­მაც ძლი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­და იმ ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც, რომ­ლებ­საც ომ­მა გვერ­დი ვერ აუარა.

"კო­კა-კო­ლა" ფრონ­ტ­ზე მი­დის

მე­ომ­რებ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბამ­დე, დი­დი ხნით ად­რე, მებ­რ­ძო­ლი სუ­ლის ასა­მაღ­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბად არა­ყი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. თუმ­ცა მას არა­ვი­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი არ მოჰ­ქონ­და - მთვრა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სის­ხარ­ტე­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბას კარ­გავ­დ­ნენ. მაგ­რამ მა­ლე, ბრძო­ლა­ში უფ­რო მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი, იმ დრო­ის­თ­ვის, უსა­ხე­ლო სას­მე­ლი შე­მო­ვი­და. მი­სი დე­ბი­უ­ტი 1870-1871 წლე­ბის ფრან­კო-პრუ­სი­ის ომის დროს შედ­გა. მა­შინ ფრან­გე­ბი იმ კაკ­ლის სა­ო­ცარ თვი­სე­ბებს და­ეყ­რ­დ­ნენ, რაც მათ აფ­რი­კა­ში, სა­ო­მა­რი ლაშ­ქ­რო­ბე­ბის დროს, მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ომ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად შე­ნიშ­ნეს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს