ექიმები კიბოს მკურნალობას ძილის დროს აპირებენ

ექიმები კიბოს მკურნალობას ძილის დროს აპირებენ

მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი შემოგვთავაზეს. სხეულის ტემპერატურის 13-15 გრადუსამდე დაქვეითებით, მათ პაციენტების მოთავსება სურთ ერთგვარ ჰიბერნაციაში (ძილი). მიჩნეულია, რომ ამ მდგომარეობაში სხეულში ყველა პროცესი ჩერდება, ხოლო ვიდრე ორგანიზმი ძილის მდგომარეობაში იქნება, ექიმებს მშვიდად შეეძლებათ კიბოსთან გამკლავება.

ამგვარი თერაპია უფრო ეფექტური და ნაკლებად ტრავმული იქნება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მასობრივი მეტასტაზებისას. იდეის ავტორი ექიმი მარკო დურანტეა. რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ადამიანებმა გაუძლეს ტემპერატურის ანომალურ დაქვეითებას. ეს კი მეცნიერებს, მედიკამენტების დახმარებით, ძილის ინიცირების შესაძლებლობის იდეისკენ უბიძგებს.

მეტასტაზების შემთხვევაში ქირურგებს არ შეუძლიათ ყველა ახალწარმონაქმნთან გამკლავება. დიდი მოცულობით გამოყენებულმა სხივურმა თერაპიამ კი შეიძლება პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს. ძილის მდგომარეობაში კი (საუბარია მინიმუმ ერთკვირიან ძილზე) კიბოს ზრდა დამუხრუჭდება, ორგანიზმი უკეთ გადაიტანს დასხივებას და პაციენტიც გაიღვიძებს ჯანმრთელი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს