ქართლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი დე­დო­ფა­ლი, რო­მელ­საც კა­ცის კვლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ

ქართლ-კა­ხე­თის უკა­ნას­კ­ნე­ლი დე­დო­ფა­ლი, რო­მელ­საც კა­ცის კვლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ

მა­რი­ამ ცი­ციშ­ვი­ლი თა­ვა­დე­ბის - ელე­ნე გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სა და სარ­დალ გი­ორ­გი ცი­ციშ­ვი­ლის შვი­ლი გახ­ლ­დათ. 1782 წელს თა­ვა­დის ასუ­ლი ცო­ლად შე­ირ­თო გი­ორ­გი ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა - ერეკ­ლე მე­ო­რის ძემ. ახალ­გაზ­რ­და წყვილ­მა, მე­ფე ერეკ­ლეს კურ­თხე­ვით, თბი­ლის­ში იოანე ნათ­ლის­მ­ცემ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი, თუმ­ცა, არა­პომ­პე­ზუ­რად, ამის მი­ზე­ზი კი გი­ორ­გი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მე­ო­რედ ქორ­წი­ნე­ბი­სად­მი ქარ­თ­ველ წარ­ჩი­ნე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო - მან პირ­ვე­ლი თა­ნა­მეცხედ­რის, ქე­თე­ვან ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის ასუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის გას­ვ­ლის­თა­ნა­ვე შე­ირ­თო მა­რი­ა­მი.

ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­სახ­ლე­ში რძლად შე­სულ 14 წლის გო­გო­ნას, დარ­ბა­ი­სე­ლი და ჭკვი­ა­ნი ქე­თე­ვან ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის ად­გი­ლი უნ­და და­ე­კა­ვე­ბი­ნა, რაც არ­ც­თუ ისე იოლი საქ­მე გახ­ლ­დათ. თუმ­ცა, მა­რი­ამ­მა მა­ლე შე­ით­ვი­სა სა­სახ­ლე­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი და სულ მოკ­ლე ხან­ში, ყვე­ლა­სათ­ვის ძვირ­ფა­სი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და. მე­ფე და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ წარ­ჩი­ნე­ბულ­თა წრე გან­სა­კუთ­რე­ბით აფა­სებ­და იმ მზრუნ­ვე­ლო­ბას, რო­მელ­საც დე­დი­ნაც­ვა­ლი ცხრა გე­რის მი­მართ იჩენ­და...

ლა­ღი და ბედ­ნი­ე­რი იყო მა­რი­ა­მის რძლო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას დი­დი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვამ. სა­მე­ფო­სა და ოჯა­ხის მცვე­ლად ჯერ კვლავ ძლი­ე­რი მე­ფე ერეკ­ლე II იდ­გა. 1798 წლის 11 იან­ვარს, ერეკ­ლე II გარ­და­იც­ვა­ლა, ტახ­ტ­ზე კი გი­ორ­გი ავი­და...

გი­ორ­გი მე­ფე­სა და მა­რი­ამ დე­დო­ფალს უმ­ძი­მე­სი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ერ­გოთ: გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა, სა­უფ­ლის­წუ­ლო­ე­ბად და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი, ში­ნა­შუღ­ლ­ში გახ­ვე­უ­ლი სა­მე­ფო, მწი­რი ხა­ზი­ნა... ყო­ვე­ლი­ვე ამას ზედ და­ერ­თო გულ­მო­ცე­მუ­ლი მტრე­ბი - ოს­მა­ლე­თი, სპარ­სე­თი და მათ­გან გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ლე­კე­ბი, ახალ­ცი­ხის სა­ფა­შო. ასეთ ურ­თუ­ლეს პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში მყო­ფი სა­მე­ფოს წი­ნამ­ძღო­ლებს ის­ღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ ერეკ­ლე მე­ო­რის მი­ერ გაკ­ვა­ლულ, რუ­სეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ კურსს დას­დ­გო­მოდ­ნენ. გი­ორ­გი მე­ფე­სა და მა­რი­ამ დე­დო­ფალს ქვეყ­ნის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერთ სა­შუ­ა­ლე­ბად ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელ­თან კავ­ში­რის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა და მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­აჩ­ნ­დათ.

გი­ორ­გი თა­ნახ­მა იყო, თუნ­დაც თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვის ხარ­ჯ­ზე, რუ­სე­თი­სა­გან სამ­ხედ­რო და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­ე­ღო. თა­ვის მხრივ, სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარს კარ­გად ჰქონ­და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ქართლ-კა­ხე­თის რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. იცოდ­ნენ, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­შერ­ყე­ულ მე­ფეს სა­ხელ­მ­წი­ფო საქ­მე­თა სრუ­ლად გაძღო­ლის უნა­რი არ ჰქონ­და.

გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი დღე უარეს­დე­ბო­და. მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი თა­ნა­მეცხედ­რეს გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და, მოვ­ლა­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებ­და. ჭეშ­მა­რი­ტად მორ­წ­მუ­ნე, ღვთის­მო­ში­ში დე­დო­ფა­ლი ყო­ველ დი­ლით შეს­თხოვ­და უფალს სნე­უ­ლი მე­ფის გან­კურ­ნე­ბას.

ავად­მ­ყო­ფო­ბით და­უძ­ლუ­რე­ბულ მე­ფეს სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რი ვე­რა­გულ მა­ხეს უმ­ზა­დებ­და. პავ­ლე პირ­ველს კავ­კა­სი­ის ხაზ­ზე მარ­თ­ლაც შე­მოჰ­ყავ­და ჯა­რი, მაგ­რამ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი ქარ­თ­ვე­ლი მე­ფის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას არ აპი­რებ­და. მათ სა­ი­დუმ­ლო და­ვა­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი: გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყო­ვე­ლი ღო­ნე უნ­და ეხ­მა­რათ, რა­თა და­ვით ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი (გი­ორ­გი მე­თორ­მე­ტის ძე - ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე) მე­ფედ არ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო. მა­რი­ამ დე­დო­ფა­ლი ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვა­დაც არ მი­აჩ­ნ­დათ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს