მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

მსოფლიოს უდიდესი ხელოვანების სათაყვანებელი სახლი საქართველოში, რომელიც არქიტექტორებსაც აღაფრთოვანებდა

"ჩვენთან სახლში არასოდეს ყოფილან სტუმრად ცეკას მდივნები, მინისტრები, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ გამორჩეული ხელოვანები - ყოველთვის! ჩვენს სახლში რამდენჯერმე იყო მაია პლისეცკაია. მას მამასთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. მისი მეუღლე, უდიდესი კომპოზიტორი – როდიონ შჩედრინიც არაერთხელ ყოფილა ჩვენთან"... - ამბობს მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი... იგი ამჯერად ბელგიაში ცხოვრობს. დირიჟორს თბილისში ულამაზესი სახლი აქვს, სადაც წლების განმავლობაში იყრიდნენ თავს მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები...

- ამ სახლის არქიტექტორი დედაჩემი – ქეთევან პაჭკორია-მაჭავარიანი გახლავთ. იგი არაჩვეულებრივი არქიტექტორი იყო, ამის მაგალითი პირველ რიგში ეს სახლია! 45 წლის წინ აშენდა სახლი და როგორც კი მშენებლობა დასრულდა, არქიტექტორები სანახავად მოდიოდნენ. დედა მეგობრობდა არქიტექტორ შოთა ყავლაშვილთან და ბატონი შოთასგან გაიგეს სხვა არქიტექტორებმა, გამორჩეული სახლი აშენდაო... არ დამავიწყდება მათი აღტაცებული სახეები, როდესაც ეს სახლი ნახეს... ჩვენს სახლში ცხოვრობდა გენიალური მსტისლავ როსტროპოვიჩი და დედაჩემს ეუბნებოდა, რომ შემეძლოს თქვენი სახლის პარიზის შუაგულში გადატანა და იქ ჩადგმა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდაო... სახლი მართლაც ბრწყინვალე არქიტექტურული შედევრია, მაშინ ასეთ დიდ ფანჯრებს არავინ არ აკეთებდა. ზემოთ უზარმაზარი აივანი გვაქვს. მეხუთე სართულზეა დიდი აივანი...

ჩვენ ვიდრე ამ სახლში გადმოვიდოდით, გვერდით, სამსართულიან აგურის სახლში, მეორე სართულზე ვცხოვრობდით. როდესაც მამას, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ბალეტმა "ოტელომ" და სავიოლინო კონცერტმა მსოფლიოში დაიქუხა, ჩვენს სახლში მსოფლიოში ცნობილმა ვარსკვლავებმა დაიწყეს მოსვლა... "ოტელოს" პრემიერაზე ჩამოვიდა სერჟ ლიფარი... დღეს იგი ბევრს არ ახსოვს ვინ იყო, მაგრამ ბალეტის ისეთივე დიდი ვარსკვლავი გახლდათ, როგორც რუდოლფ ნურიევი. სერჟ ლიფარი პარიზის ოპერისა და ბალეტის მთავარი ბალეტმაისტერი და ბალეტის დირექტორი იყო...განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს