"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...

"სიცოცხლის კოცნა" - ცნობილი ფოტო საოცარი ისტორიით...

The Kiss of Life ანუ სიცოცხლის კოცნა - ასე ქვია ფოტოს, რომლის გმირებიც ისტორიაში შევიდნენ, ფოტოს ავტორი კი უმაღლესი ჯილდოს - "პულიტცერის პრემიის" მფლობელი გახდა.

1967 წლის ივლისი. ფოტოგრაფი როკო მორაბიტო მანქანით გადაადგილდება 26-ე ქუჩაზე, როცა განათების ბოძზე ჩამოკიდებულ მამაკაცს დაინახავს. ის სასწრაფოდ ჩერდება, რეკავს სასწრაფოში და ხელში ფოტოაპარატს იღებს...

...ელექტრიკოსები - რენდალ ჩემპიონი და ჯეი დი ტომპსონი ელექტროგადამცემ ხაზზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. ჩემპიონი მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. მის სხეულში წამიერად გაიარა 4 000-მა ვოლტმა და გული გაუჩერა. გონებადაკარგული ელექტრიკოსი ბოძზე დაეკიდა, რომელზეც უსაფრთხოების ქამრებით იყო მიბმული.

ტომპსონი, რომელიც მის დაბლა ასრულებდა სამუშაოს წამებში დაიძრა მეგობრისკენ, წვდა გონდაკარგულ ჩემპიონს და ხელოვნური სუნთქვის კეთება დაიწყო. მას იქამდე არ შეუწყვეტია პროცესი, სანამ ჩემპიონს პულსი არ დაუბრუნდა.... "ის სუნთქავს!" - დაიყვირა ტომპსონმა, რომელმაც ახლახანს მეგობრის სიცოცხლე იხსნა... ამის შემდეგ, კიდევ ერთი თანამშრომლის დახმარებით ჩამოიყვანა ჩემპიონი ელექტრობოძიდან და სამედიცინო პერსონალს გადასცა, რომელიც შემთხვევის ადილზე უკვე მობილიზებული იყო.

ჩემპიონი არამხოლოდ გადაურჩა შემთხვევას, ის სრულად გამოჯანმრთელდა და ამ ფაქტის შემდეგ კიდევ 35 წელიწადი იცოცხლა. ის 2002 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გმირი ჯეი დი ტომპსონი ჯერ კიდევ ცოცხალია.

რაც შეეხება ფოტოს და მის ავტორს - 1968 წელს როკო მორაბიტოს "სიცოცხლის კოცნამ" პულიტცერის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ფოტომ ახალი ამბების კატეგორიაში. მორაბიტოს ფოტომ მსოფლიო აღიარება მოუტანა, დაიბეჭდა მსოფლიოს უამრავ გამოცემაში. ფოტოგრაფი 2009 წელს გარდაიცვალა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ