რატომ ვამბობთ სექსზე უარს სულ უფრო ხშირად?

რატომ ვამბობთ სექსზე უარს სულ უფრო ხშირად?

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ევროპასა და ამერიკაში მცხოვრები ადამიანების სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მოცემულ მომენტში ჩვენ სექსუალური აქტივობის თვალსაზრისით, ყველაზე თავისუფალ ეპოქაში ვცხოვრობთ. ახალმა ტექნოლოგიებმა ახალი შესაძლებლობებისკენ გაგვიკვალა გზა, საუკუნის წინ ხომ ადამიანებს არც კონტრაცეპტივები და არც გაცნობის საიტები ჰქონდათ.

სექსუალურმა რევოლუციამ თანდათანობით ბევრი სოციალური ნორმების ცვლილება გამოიწვია და მოსახლეობა უფრო მეტად ტოლერანტული გახადა განქორწინების ფენომენისა და ქორწინებამდე სექსის მიმართ.

ამ ფონზე პარადოქსულად ჩანს იმ კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ დღეს უფრო იშვიათად ვკავდებით სექსით. (საშუალო მაჩვენებელმა 15%-ით იკლო). სექსუალური აქტივობის კლება თანაბრად შეინიშნება სხვადასხვა სქესისა და ასაკის ადამიანებში, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი დაქორწინებულ ადამიანებს შორისაა.

სექსუალური აქტივობის კლება მსოფლიოში ყველაზე მკვეთრად იაპონიაში შეინიშნება, სადაც 16-დან 25 წლამდე ქალების 46% და მამაკაცების 25% სექსს სკეპტიკურად უყურებს.

რატომ ვამბობთ სექსზე უარს სულ უფრო ხშირად? - ამას შესაძლოა ლოგიკური ახსნაც ჰქონდეს.

1. პორნოგრაფია

პირველი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიის განვითარება იყოს, რომელმაც პორნოგრაფია სულ უფრო ხელმისაწვდომი გახადა, სოციალურმა ქსელებმა კი მისი მომხმარებლების წრე სულ უფრო გააფართოვა. ონლაინ-პორნოგრაფიის პოპულარობის ზრდამ, მკვლევარებს საფუძველი მისცა პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება ფსიქიკურ აშლილობად შეეფასებინათ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს